ცნობილმა მოდელმა ირინა შეიკმა ბრაზილიურ Vogue-ს ბაშკირელი თათარი ბებიის შესახებ უამბო. გამოცემასთან ინტერვიუში შეიკმა თავისი რთული ახალგაზრდობის შესახებაც ისაუბრა.
მოდელის მამა გარდაიცვალა, როდესაც ის 14 წლის იყო.
პროვინციაში მცხოვრებ ოჯახს საკმაოდ გაუჭირდა. ცხოვრება ადვილი არ იყო: დედამისს ძალიან ბევრი შრომა უწევდა, რომ ოჯახი გადაერჩინა და ირინაც ადრეული ასაკიდან შრომობდა.
მოგვიანებით იხსენებდა, რომ იმ წლებში სულ არ იყო პოპულარული სკოლაში. მუშაობის გამო სწავლას კარგად ვერ ახერხებდა, გარეგნობის გამო კი დასცინოდნენ კიდეც - ზედმეტი სიმაღლისა და სიგამხდრისთვის მაიმუნს ადარებდნენ.
თუმცა, ირინამ აღნიშნა, რომ ძლიერი ქალების გარემოცვაში გაიზარდა. ერთ-ერთი მათგანი იყო მისი ბებია, გალია შეიხლისლამოვა. შეიხლისლამოვა 1924 წლის 20 ნოემბერს, ბაშკორტოსტანში, დავლეკანოვსკის რაიონში, სოფელ ბიკ-კარამალიში. 19 წლის ასაკში ფრონტზე წავიდა, დაზვერვაში მსახურობდა. გამარჯვებას ავსტრიაში შეხვდა. რამდენიმე მედალი მიიღო.
ის 2013 წელს გარდაიცვალა, თითქმის 90 წელი იცოცხლა.
"მე ძლიერი ქალების გარემოცვაში გავიზარდე. მამის მხრიდან ბებია მეორე მსოფლიო ომის გმირი იყო და ყველაზე კეთილი, ყველაზე პოზიტიური ადამიანი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. დედაჩემი ყოველთვის თავდაჯერებული და მოღიმარი იყო, მაშინაც კი, როცა რთულ პერიოდში ოჯახის სარჩენად ორ სამსახურში მუშაობდა. ამ საფუძველმა ჩამომიყალიბა ყველაზე ღრმა ღირებულებები და სწორედ ეს არის ის, რისი გადაცემაც ჩემს ქალიშვილსაც ვცდილობ", - თქვა ირინა შეიკმა. სხვათა შორის, მოდელის ქალიშვილს ლეია ჰქვია - ბებიის პატივსაცემად.
მეორე ბებო ბაშკირელი ჰყავს და მასთანაც ძალიან ახლოსაა. ასევე ჰყავს და, რომელთანაც განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს.