„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით დაგხვდებათ ყველაფერი, რაც ახალი სასწავლო სეზონისთვის გჭირდებათ და რაც მთავარია, განსაკუთრებულ ფასად. ქსელში წარმოდგენილია 6 000 სახეობის საკანცელარიო ნივთი, ჯამში 3 მილიონამდე პროდუქტი, მათ შორის: ჩანთები, პენლები, რვეულები, კალმები, ფანქრები, საშლელები, სათლელები, სახატავი საშუალებები ყველა ასაკის მოსწავლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
სტუმრებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში და რაც მთავარია, კონკურენტულ ფასად შეიძინონ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რაც დროისა და ფინანსების დაზოგვის საშუალებას მისცემთ.
მრავალფეროვანი არჩევანი და სასიამოვნო გარემო სასკოლო ნივთების შერჩევის პროცესს მარტივსა და სახალისოს ხდის როგორც მშობლისთვის, ისე მოსწავლისთვის.
„ბიბლუსის“ მთავარი ნიშა ხარისხი და სანდო პარტნიორობაა, რაც გამოიხატება ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორიც მაგალითად Ponto და Milani-ა. ქსელში აღნიშნული ბრენდების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. გარდა ამისა, მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით დაგხვდებათ „ბიბლუსისა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (GFF) კოლაბორაციით შექმნილი თემატური სასკოლო ნივთები - რვეულები, ჩანთები და თერმოსები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გამოსახულებით, რომელიც განსაკუთრებულ განწყობას უქმნის ბავშვებს და დადებითად აისახება მათ მოტივაციაზე.
„ბიბლუსი“ მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ კომფორტულ და მშვიდ გარემოს, არამედ მისაღებ ფასებსაც. ქსელში წარმოდგენილია:
სასკოლო ასორტიმენტი იმდენად ფართოა, რომ თითოეულ ოჯახს შეუძლია მოძებნოს თავის ბიუჯეტზე მორგებული საუკეთესო ხარისხის პროდუქცია.
„ბიბლუსის“ შესახებ:
„ბიბლუსი“ საქართველოში წიგნების მაღაზიის ყველაზე დიდი ქსელია, რომლის მიზანია წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. „ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა და უკვე 17 წელია, ქვეყანაში წიგნიერების განვითარებას უწყობს ხელს. კომპანიის წარმატების საიდუმლო მომხმარებელზე ზრუნვაშია. „ბიბლუსის“ ქსელში წიგნებთან ერთად წარმოდგენილია:
არსებობის 17 წლის განმავლობაში, „ბიბლუსმა“ შეძლო, შეექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. კომპანია სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის ნდობით, ერთგული მომხმარებლების რაოდენობა 230,000-ზე მეტია, ხოლო ყოველწლიური გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი 7 მილიონი ლარია.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით „ბიბლუსი“ აერთიანებს 80-ზე მეტ ფილიალს და 8 ფრენშაიზ მაღაზიას და ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, კომპანიაში 800-მდე ადამიანია დასაქმებული.
„ბიბლუსში“ წარმოდგენილია 15-ზე მეტი მსოფლიო მასშტაბის ბრენდის, როგორებიცაა: MILAN, PONTO, CENTRUM, ROYAL TALENTS, ZIELER, Royal Christmas, Wurm, Kaemingk, Koopman, Baseus, Usams და სხვა, 25 ათასამდე დასახელების პროდუქტი.
2024 წლის იანვრიდან „ბიბლუსი“ აქტიურად ჩაერთო „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტში, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 50-მდე სოფელში გაიხსნა და მომარაგდა ბიბლიოთეკები, ასევე 10-მდე ქვეყანაში გაიხსნა ქართული სამკითხველოები.
„ბიბლუსი ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია წიგნების მაღაზიათა ქსელის – „ბიბლუსის“ გარდა აერთიანებს სათამაშოების მაღაზიებს – „პეპელას“ და „XS Toys-ს“ და საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ „Carter’s-ს“, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს – „მულტის“ და კაფეების ქსელს – „წიგნის კაფე“. ჯგუფი ჯამში საქართველოში 125-ზე მეტ სავაჭრო სივრცეს ფლობს.
R