როგორ განაწილდა წელს გრანტები და როგორია ჩარიცხულთა სტატისტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში - მშობლები

როგორ განაწილდა წელს გრანტები და როგორია ჩარიცხულთა სტატისტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში

2025-08-26 14:18:23+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა31 704-მა აბიტურიენტმა,რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით88 %-ს შეადგენს.

2025 წელს დაფინანსდა11 600-ზე მეტი გამოსაცდელი.სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000 - ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000 - მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს - დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი.

გადავხედოთ, როგორ იცვლება უნივერსიტეტში ჩარიცხულთა და გრანტის მიმღებთა სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში:

2024 წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით80%-ს შეადგენს. 2024 წელს დაფინანსდა11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან -100%-იანისახელმწიფო გრანტი მიიღო1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა,70%-იანი- 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა,50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა5 000-ზე მეტი გამოსაცდელი.

2023წელს დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი 6 540-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი. რეგისტრირებული 45 ათასი აბიტურიენტიდან, სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 34 800-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77 %-ია.

2022 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისშედეგად, უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა. 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.

2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელებისუფლება29362- მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებულიაბიტურიენტების76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.

სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6500-ზე მეტ სტუდენტზე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლა 4200-ზე მეტმა აბიტურიენტმა გააგრძელა

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საარქივო ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლა29 614აბიტურიენტმა გააგრძელა.75% გახდა სტუდენტი. სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება - 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

  • 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
  • 2023 წელს კი 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
  • 2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • 2021 წელს - 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი;
  • 2020 წელს - 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი;

თამარ იაკობაშვილი