ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი მესამე შვილის დედა გახდა. მას და დავით კაჭარავას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც მარია დაარქვეს.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან, მარია კაჭარავა. ყველაფერმა კარგად და ძალიან სწრაფად ჩაიარა, მადლობა დიდი", - წერს ქეთი და სამშობიაროდან ფოტოს აქვეყნებს.
ქეთისაც და დავითსაც უფროსი შვილები ჰყავთ პირველი ქორწნებიდან. ერთად კი მეორე შვილი შეეძინათ - ილიას მერე, მარია კაჭარავა.
ქეთი მთელი ორსულობა აქტიური იყო, ვარჯიშობდა და სხვა ორსულებსაც აძლევდა ბევრ რჩევას.