აბავშვო წიგნების ავტორი, კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკაში ტრენერი კოტე იანტბელიძე სოციალურ ქსელში სტუდენტებისთვის ერთგვარ რეკომენდაციებს აქვეყნებს:
"წელსაც ყველას გილოცავთ სტუდენტობას!
ესეც რამდენიმე რჩევა თქვენთვის:
- დაუსვი ლექტორებს ბევრი კითხვა. პრაქტიკოს და ძლიერ ლექტორებს კითხვები არ აშინებთ, პირიქით, უყვართ.
- გახსოვდეს, სუსტი ლექტორი გაჩვენებს, რომ ბევრი იცის მან; ძლიერი შთაგაგონებს, რომ ბევრი შეგიძლია შენ.
- იფიქრე თავისუფლად.
- გახსოვდეს, რომ სწავლა მიზანი არაა, - საშუალებაა, რომ მიზანს მიაღწიო.
- დაისახე გრძელვადიანი მიზნები. გამოვა თუ არ გამოვა, მნიშვნელობა არ აქვს. მაინც დაისახე. თუნდაც პატარ-პატარა დილემების დროს გრძელვადიან მიზნებს სწორ ორიენტირად გამოიყენებ.
- დაეხმარე იმ სტუდენტებს, ვინც საგანში რამეს ვერ იგებს და კითხვის დასმისაც ერიდება. ვინმეს სწავლების პროცესში შენც უკეთესად იაზრებ ნასწავლს.
- მოიარე საქართველოს კუთხეები, საუკეთესო მეგობრებს შეიძენ ლაშქრობისას.
- ისწავლე იმ განწყობით, თითქოს ის ცოდნა მეორე დღეს შენს ქვეყანას უნდა მოახმარო. ეგ მეორე დღე მართლა ძალიან მალე დგება.
- თუ ოდესმე გაიფიქრე, რომ ძალიან მაგარი ტიპი ხარ და განვითარება აღარ გჭირდება, იმ წამიდან მთავრდება შენი მაგარი ტიპობა.
- ცოდნა, რომელიც გადმოგეცემა, უნივერსალური არ არის. შეაფასე კრიტიკულად, მოიძიე და შეავსე შენით.
- გახსოვდეს, უნივერსიტეტი აშენდა სტუდენტებისთვის.
- არ გააცდინო ჩემი ლექცია, ანუ - მრავალს დაესწარი".