ჩანთა, პენალი, რვეული, ფერადი ფანქრები, კალამი და კიდევ არაერთი სასკოლო აქსესუარი რეალურად ბავშვისთვის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ფუნქციური ნივთი. შეიძლება უფროსებისთვის ისინი მხოლოდ სასკოლო ნივთებია, მაგრამ რეალურად მათ ბავშვების განწყობაზე, მოტივაციასა და სწავლისადმი დამოკიდებულებაზე უდიდესი გავლენა აქვთ. ეს ყველაფერი მოზარდს ყოველდღიური სასკოლო რუტინისა და ახალი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.
დაწყებითი კლასის მოსწავლისა და განსაკუთრებით, პირველკლასელისთვის პირველი შთაბეჭდილება სკოლაზე სწორედ სასკოლო ნივთებით იქმნება. მის წარმოდგენაში სკოლა და სწავლა ამ ნივთებთან ასოცირდება და ამიტომ არის მნიშნელოვანი, რომ მათ შერჩევაზე დრო და ენერგია არ დაიშუროთ. ისეთი დამოკიდებულება ექმნება ბავშვის სკოლის მიმართ, როგორ ემოციებსაც ახალი, ლამაზი ჩანთის გახსნისას, ფერადი ნივთებით სავსე პენალის დათვალიერებისა თუ უბრალოდ ლამაზი კალმით ასოების წერის მცდელობისას იღებს. აბა, გაიხსენეთ, თქვენ როგორი შეგრძნება გეუფლებათ, როდესაც თქვენთვის სასურველ ახალ ნივთს ყიდულობთ? გრძნობთ კმაყოფილებას და გემატებათ მოტივაცია. სწორედ ასე არიან ბავშვებიც. სასურველი სასკოლო ნივთებით სწავლა უფრო სასურველი და მიმზიდველი ხდება. უფრო მეტიც, სასკოლო ნივთები ბავშვს ანიჭებს შეგრძნებას, რომ ის სწავლისთვის მზად არის და წარმატებისთვის ყველაფერი აქვს.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფერები პირდაპირ მოქმედებს ჩვენს განწყობაზე: თბილი ფერები ენერგიას გვაძლევს, მშვიდი ტონები კი კონცენტრაციას უწყობს ხელს. როდესაც ბავშვს ფერადი, ლამაზი და კონცეპტუალური სასკოლო ნივთები აქვს, მათი გამოყენება უფრო უხარია. თუ უბრალო რვეულში დავალების წერა მისთვის რუტინაა, ლამაზყდიან რვეულში ფერადი კალმით წერა უკვე სასიამოვნო პროცესია და შეიძლება ითქვას, რომ მეცადინეობა გართობადაც კი გადაიქცევა.
გარდა ამისა, ლამაზი ნივთების მიმართ მოზარდს მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან ისინი მოსწონს და მათ მოვლასაც მეტ ყურადღებას აქცევს. საკუთარი ნივთების დალაგება პატარა რიტუალად იქცევა, რომელიც სამომავლოდ ორგანიზებულობის უნარს უვითარებს.
მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ხდება ამ ნივთების შეძენა. თუ ბავშვი სასკოლო ნივთების არჩევის პროცესში აქტიურადაა ჩართული, მათ მიმართ უფრო პოზიტიური დამოკიდებულება უჩნდება და სწავლის მიმართაც უფრო ყურადღებიანი ხდება. ხოლო თუ ეს პროცესი ოჯახური ტრადიციის სახეს იღებს, მაშინ ახალი სასწავლო წლისთვის გაასამაგეული მოტივაცია გარანტირებული გაქვთ. სწორად შეარჩიეთ ის ადგილი, სადაც სასკოლო ნივთების საყიდლად წახვალთ. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი „ბიბლუსია“, სადაც უამრავი, ლამაზი და რაც მთავარია, ხარისხიანი სასკოლო ნივთი დაგხვდებათ. მაღაზიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და ონლაინ წარმოდგენილი სასკოლო პროდუქცია სხვადასხვა საფასო სეგმენტს ეკუთვნის და მათი შერჩევა თქვენი გემოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამისად არ გაგიჭირდებათ. პარალელურად, ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის გარკვეულ ნაწილზე ფასდაკლებაც დაგხვდებათ. „ბიბლუსში“ წარმოდგენილია:
გახსოვდეთ, ახალი კალამი შეიძლება გახდეს სიმბოლო იმისა, რომ ბავშვი ტესტს კარგად დაწერს, ახალი ჩანთა - რომ თქვენი შვილი უკვე გაიზარდა და კიდევ უფრო მაღალი კლასის მოსწავლეა, ახალი რვეული - რომ მასში შეცდომით აღარ დაწერს და ასე შემდეგ. სიმბოლური დატვირთვა მოტივაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ამიტომ იცოდეთ, რომ როდესაც შვილს ახალ სასკოლო ნივთებს ყიდულობთ, ეს არა მხოლოდ უბრალო საგნები, არამედ მათი ბედნიერების, მოტივაციის და წარმატების წინაპირობაცაა.
R