2025 წლის 20 მოთხოვნადი პროგრამა, რომლებიც პირველ ადგილზე ყველაზე მეტ აბიტურიენტს ეწერა - მშობლები

20 მოთხოვნადი პროგრამა, რომლებიც პირველ ადგილზე ყველაზე მეტ აბიტურიენტს ეწერა

2025-08-27 11:33:53+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები და ძირითადი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

დღეს გაგიზიარებთ 20 ყველაზე მოთხოვნად პროგრამას, რომლებიც 2025 წელს ჩამონათვალშიპირველ ადგილზე ყველაზე მეტ აბიტურიენტს ეწერა:

  1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი - 1509
  2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება (180 კრედიტი) – 671
  3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების საბაკალავრო პროგრამები: ა) ეთნოლოგია; ბ) ისტორია; გ) არაბისტიკა; დ) ირანისტიკა; ე)თურქოლოგია; ვ) ებრაისტიკა; ზ) არმენოლოგია; თ) ასირიოლოგია; ი) შორეული აღმოსავლეთი. იაპონისტიკა; კ) შორეული აღმოსავლეთი. სინოლოგია; ლ) ქართული ფილოლოგია; მ) ინგლისური ფილოლოგია; ნ) გერმანული ფილოლოგია; ო) ფრანგული ფილოლოგია; პ) ესპანისტიკა; ჟ) იტალიანისტიკა; რ) კლასიკური ფილოლოგია; ს) ბიზანტიური ფილოლოგია; ტ) ახალი ბერძნული ფილოლოგია; უ) რუსული ფილოლოგია (ქართულენოვანი); ფ) სკანდინავიური ფილოლოგია - 633
  4. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 607
  5. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა - 591
  6. შპს - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი - 576
  7. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი - 548
  8. შპს - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ციფრული მარკეტინგი (180 კრედიტი) – 547
  9. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - არქიტექტურა - 487
  10. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია - 454
  11. სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - საზღვაო ნავიგაცია - 430
  12. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1. ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 2. ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 3. ანგლისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 4. გამოყენებითი გერმანისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 5. საფრანგეთისმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 6. რუსისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 7. ლიტერატურათმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 419
  13. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1.საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა); 2.პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 418
  14. შპს - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (180 კრედიტი) – 405
  15. შპს - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - საინფორმაციო ტექნოლოგიები - 385
  16. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობები - 348
  17. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) – 336
  18. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა) – 325
  19. სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი) – 302
  20. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ტურიზმი - 291

10 პროგრამა, რომლებიც ჯამში 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის პროგრამათა ჩამონათვალში ჯამში ყველაზე მეტ აბიტურიენტს ეწერა:

  1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება (180 კრედიტი) – 4422
  2. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი - 3827
  3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი - 3514
  4. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 3358
  5. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება - 3245
  6. შპს - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (180 კრედიტი) – 3245
  7. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1.საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა); 2.პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 3206
  8. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ტურიზმი (ძირითადი სპეციალობა) – 3084
  9. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ტურიზმი - 2872
  10. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია - 2777

თამარ იაკობაშვილი