როგორ ქმნიან წიგნები შენი სახლის იდენტობას - შექმენით ბიბლიოთეკა, რომელიც თქვენს ისტორიას მოყვება - მშობლები

როგორ ქმნიან წიგნები შენი სახლის იდენტობას - შექმენით ბიბლიოთეკა, რომელიც თქვენს ისტორიას მოყვება

2025-08-27 12:48:29+04:00

ავეჯის სტილი, ფერების პალეტი, დეკორაცია - ნებისმიერი სახლის იდენტობას ეს უნიკალური ერთიანობა ქმნის. თუმცა, არის კიდევ ერთი განსაკუთრებული დეტალი, რომელიც შეიძლება ითქვას, მას "სულს სძენს". ეს წიგნები და ბიბლიოთეკაა.

ალბათ, თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ სახლი, სადაც წიგნებია, ყოველთვის განსაკუთრებულ ენერგიას ასხივებს. თაროებზე დაწყობილი კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე რომანები თუ ფილოსოფიური ნაშრომები ქმნიან ატმოსფეროს, რომელიც ერთდროულად არის მშვიდი, თბილი და ინსპირაციის მომცემი. წიგნების არსებობა გვახსენებს, რომ სახლი მხოლოდ კედლები და ავეჯი არ არის, არამედ ადგილი, სადაც ცხოვრობთ, სწავლობთ და ვითარდებით.

დღეს, როცა ინდივიდუალიზმმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, წიგნი საუკეთესო საშუალებაა, რომ თქვენი ინტერიერი თქვენს ინდივიდუალიზმს გამოხატავდეს. თანამედროვე ინტერიერში ბიბლიოთეკის ინტეგრირების არაერთი საინტერესო ხერხი არსებობს. მაგალითად:

ჩაშენებული თაროები სივრცეში მთლიან კომპოზიციას ქმნიან და მას უფრო დახვეწილს ხდიან.

მოძრავი თაროები თანამედროვე ტრენდია, რომელიც საშუალებას იძლევა, წიგნები ნებისმიერ დროს ხელმისაწვომი იყოს თქვენთვის და ამავდროულად, მათ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

წიგნი, როგორც დეკორაცია - შეიძლება ითქვას, რომ ეს ძველი ტრენდია, რასაც ადრე სამაგიდო წიგნებს უწოდებდნენ. რჩეული რომანები, ლიმიტირებული გამოცემები ან განსაკუთრებული დატვირთვის მქონე წიგნები თქვენს მაგიდაზე...

ორიგინალური თაროები - თქვენი ინტერიერის კონცეფციის შესაბამისად, შეგიძლიათ მოაწყოთ ორიგინალური თაროები, მაგალითად, ნამდვილი ხის ფორმისა თუ ტექსტურის.

საკითხავი კუთხე სახლს განსაკუთრებულ სითბოს და სიმყუდროვეს სძენს. გარშემო წიგნები და შუაში ფუმფულა ბალიშები, სადაც კომფორტულად მოკალათებით და წიგნების სამყაროში აღმოჩნდები ხშირად სავსებით საკმარისია ბედნიერების შეგრძნებისთვის.

538031733-1311392057320445-638106182220025232-n-1756285156.png

თუ თქვენ ახლა გეგმავთ ახალი სახლის ინტერიერს ან უბრალოდ მისი განახლება გსურთ, გამომცემლობა "პალიტრა L” უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ, რომ საკუთარი ბიბლიოთეკა შექმნათ;

  • სერია "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" (59 ტომი) შეზღუდული დროით შეგიძლიათ შეიძინოთ 600 ლარად 1000 ლარის ნაცვლად.
  • გამომცემლობის კიდევ უფრო მასშტაბური შეთავაზება აერთიანებს იმავე სერიას, ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეულსა და სხვა მნიშვნელოვან ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას. შეთავაზების ფარგლებში მისი შეძენა შესაძლებელია 990 ლარად 1511 ლარის ნაცვლად.

შეგახსენებთ, რომ "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" წლებია არაერთი ქართველი მკითხველის საყვარელ კოლექციად იქცა. ამ სერიაზე მოთხოვნა წლებია არ მცირდება, რადგან ის ფართო საზოგადოების მიერ შერჩეული, ყველასათვის საყვარელი ქართული თუ თარგმნილი ნაწარმოებებისგან შედგება და ყველა მკითხველის გემოვნებას ითვალისწინებს.

წიგნების შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, "პალიტრა L-ის" ვებგვერდზე ან ნომერზე 032 2 47 00 45, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაცია გამოცემების შესახებ. შეკვეთილ წიგნებს სასურველ მისამართზე მიიღებთ და საკუთარ ბიბლიოთეკას სქელტანიანი წიგნების თავად ტარების გარეშე შექმნით.

შექმენით ბიბლიოთეკა, რომელიც თქვენს ისტორიას მოყვება.

R