"წინააღმდეგობების ყველა ტური მოიგე!" "გილოცავ, დეეეე, ძალიან ამაყი ვარ!" - როგორ ულოცავენ შვილებს ჩარიცხვას ია სუხიტაშვილი და ქრისტინე იმედაძე - მშობლები

"წინააღმდეგობების ყველა ტური მოიგე!" "გილოცავ, დეეეე, ძალიან ამაყი ვარ!" - როგორ ულოცავენ შვილებს ჩარიცხვას ია სუხიტაშვილი და ქრისტინე იმედაძე

2025-08-27 20:09:00+04:00

გუშინ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების დღე იყო - ჩარიცხვები გამოცხადდა. 3 ათეულ ათასზე მეტ ახალგაზრდას შორის, რომლებიც სტუდენტები გახდნენ, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების შვილებიც იყვნენ.

სტუდენტი გახდა ცნობილი მსახიობის ია სუხიტაშვილის უფრო ვაჟი ლუკა ახვლედიანი, რომელიც ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ია ლუკას ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"პირველი ეროვნული გამოცდის დღე... დაუფასდა შრომა. სულ წარმატებები, ჩემო ბიჭო..."

539939500-25610943268506237-8823562812610372723-n-1756312034.jpg

"გილოცავ, დეეეე, ძალიან ამაყი ვარ. ბედნიერი სტუდენტობა".
539101954-25613006228299941-6242962008000457262-n-1756312034.jpg539124397-25613006331633264-2292531108033267361-n-1756312034.jpg

იას ორი შვილი ჰყავს - ლუკა და ირაკლი. ლუკა პირველ ქორწინებაში შეეძინა მსახიობ კახა ახვლედიანთან.

506394761-24958922093708361-4388702957035325697-n-1756312033.jpg518324415-25202278366039398-633931233315337075-n-1756312034.jpg506638275-24993699670230603-2445440920623415009-n-1756312033.jpg504521904-24923793167221254-2207967847568883253-n-1756312544.jpg

ასევე სტუდენტი გახდა ქრისტინე იმედაძის ქალიშვილი ტაისია ჯაკობია. ტაისია ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
"გილოცავ!
წინააღმდეგობების ყველა ტური მოიგე,რა მაგარი გოგო ხარ!
წარმატებები!" - წერს ქრისტინე იმედაძე.
citymagazineofficial-7-1744695438.jpgcitymagazineofficia4-1744695438.jpg