"მე იმ დედების სახელით დავწერ, ვისი შვილებიც ვერ ჩაირიცხნენ! მე ათუკას დედა ვარ. ჩემმა შვილმაც წელს დაამთავრა სკოლა, მაგრამ გამოცდები ვერ ჩააბარა, რადგან აუტიზმის დიაგნოზი აქვს!" - ერთი დედის ემოციური გზავნილი - მშობლები

"მე იმ დედების სახელით დავწერ, ვისი შვილებიც ვერ ჩაირიცხნენ! მე ათუკას დედა ვარ. ჩემმა შვილმაც წელს დაამთავრა სკოლა, მაგრამ გამოცდები ვერ ჩააბარა, რადგან აუტიზმის დიაგნოზი აქვს!" - ერთი დედის ემოციური გზავნილი

2025-08-28 11:51:11+04:00

ეროვნული გამოცდები დასრულდა და 30 ათასზე მეტი ახალგაზრდა სტუდენტი გახდა. ბედნიერი მშობლები სოციალურ ქსელში წერენ თავიანთი სიხარულის შესახებ. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც წელს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გახდა სტუდენტი.

მარიამ თურმანიძე იმ დედების სახელით აქვეყნებს პოსტს, რომელთა შვილებიც ვერ გახდნენ სტუდენტები. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"მოდით, მე იმ დედების სახელით დავწერ, ვისი შვილებიც ვერ ჩაირიცხნენ! არა, იმ დედების სახელით დავწერ, ვისაც ოცნების უფლებაც კი არ გვაქვს, რომ ჩვენი შვილები საერთოდ სადმე ჩაირიცხებიან...
გამარჯობა!
მე ათუკას დედა ვარ. ჩემმა შვილმაც წელს დაამთავრა სკოლა, მაგრამ გამოცდები ვერ ჩააბარა, რადგან აუტიზმის დიაგნოზი აქვს!
შვილებო! გილოცავთ უკლებლივ ყველას, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ყველას სიხარული მიხარია, ყველას წარმატება!
ისეთი ძლიერები უნდა იყოთ, რომ ეს წაქცეული ქვეყანა ფეხზე დააყენოთ!
კიდევ უამრავი წარმატება უნდა აღვნიშნოთ ერთად და არ დაგავიწყდეთ, შშმ პირები ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, მათ თქვენი თანადგომა სჭირდებათ!
იხარეთ, იბედნიერეთ და იდღეგრძელეთ!"