"ის საქართველოდანაა... როცა არმანის შოურუმში შევიდა, მთელი გუნდი სუნთქვაშეკრული უმზერდა... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის თავისი თაობის ყველაზე ლამაზი ქალი!" - ნინი ბადურაშვილის გამოსვლა ვენეციაში (ფოტო+ვიდეო) - მშობლები

"ის საქართველოდანაა... როცა არმანის შოურუმში შევიდა, მთელი გუნდი სუნთქვაშეკრული უმზერდა... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის თავისი თაობის ყველაზე ლამაზი ქალი!" - ნინი ბადურაშვილის გამოსვლა ვენეციაში (ფოტო+ვიდეო)

2025-08-28 12:01:12+04:00

როგორც ცნობილია, ნინი ბადურაშვილი ვენეციაში იმყოფება და მისი გამოჩენა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, პიარმენეჯერი კოკი ფერაზი ფანგანი წერს:

"ის საქართველოდანაა...
ქალი, რომელსაც გენებში აქვს ლალი ბადურაშვილის სილამაზე და ეკა კახიანის დახვეწილობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის თავისი თაობის ყველაზე ლამაზი ქალი! ბუნებრივად ლამაზი, თავდაჯერებული და დიდებულად ქართული.
როცა არმანის შოურუმში შევიდა, მთელი გუნდი სუნთქვაშეკრული უმზერდა, მათი აღფრთოვანება სიტყვებში ვერ ეტეოდა და წუთში ერთხელ უმეორებდნენ: „you are so beautiful!“
და შემდეგ, რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ საქართველოთი. აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი უკვე ყოფილა ჩვენს ქვეყანაში და აღფრთოვანებით იხსენებდნენ:
„უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ,საოცრად თბილი და მზრუნველი მასპინძლები ხართო. დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად ისევ ჩამოვიდოდნენ.
ეს არის საქართველო - სილამაზის, დახვეწილობისა და სითბოს სამშობლო!
მარიამობას გილოცავთ".
538489318-24483398874659742-175799558118830192-n-1756368733.jpg
540373597-24483302218002741-8571005130937505240-n-1756368733.jpg