რა ღირს სწავლა საქართველოს ძვირად ღირებულ კერძო სკოლებში - მშობლები

რა ღირს სწავლა საქართველოს ძვირად ღირებულ კერძო სკოლებში

2025-08-28 17:45:17+04:00

საქართველოში კერძო სკოლების რაოდენობა საკმაოდ მრავლადაა. ისინი მოსწავლეებს საუკეთესო პირობებს სთავზობენ, განსხვავებულია რეჟიმი და მომსახურება საჯარო სკოლებთან შედარებით, სადაც სწავლა უფასოა.

კერძო სკოლებში სწავლა არც ისე იაფი ღირს, მეტიც, წლიდან წლამდე გადასახადი იზრდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის კერძო სკოლების მცირე ჩამონათვალს, სადაც სწავლა არც ისე ბიუჯეტურია:

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა 2023 წელს დაფუძნდა. სწავლის საფასური 2025-2026 სასწავლო წლისთვის შეადგენს 9500 ლარს.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა.

სწავლის საფასური მიმდინარე სასწავლო წლისთვის შეადგენს:

VIII კლასი - 18 000 ლარი

IX-XII კლასები - 29 500 ლარი

ბაქსვუდის სკოლა

სკოლამდელი აღზრდის ცენტრის წლიური საფასურია 8 000 ლარი და მოიცავს კვებას, საჭირო სასწავლო რესურსებს და თემატურ ექსკურსიებს.

რაც შეეხება ბაქსვუდის სკოლას, ის მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.

სწავლის ღირებულება - წელიწადში 11 900 ლარია.

განაგრძეთ კითხვა