გამთენიისას მუხიანში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება. თვითმხილველთა გადმოცემით, ნოზაძის ქუჩაზე თხევადი გაზის მანქანა აფეთქდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.
"კორპუსთან ძალიან ახლოს მოხდა. საბედნიეროდ, მგონი, არავინ დაშავებულა. ვეძებ კიდევ ინფორმაციას" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.
ფაქტს ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოც. მათი ინფორმაციით, თხევადი აირის გადამზიდი ცისტერნა და სატუმბი ცისტერნა დაიწვა.
"ხანძარი ლიკვიდირებულია, დაზარალებული არავინაა" , - აცხადებენ უწყებაში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თამარ იაკობაშვილი