"ბევრნი ხართ და თქვენი იმედი მაქვს" - ფეხმძიმე ნუკი კოშკელიშვილი ბიჭის სახელს ეძებს - რომელი სახელები ურჩიეს  გულშემატკივრებმა - მშობლები

ფეხმძიმე ნუკი კოშკელიშვილი ბიჭის სახელს "ეძებს" და დახმარებისთვის გამომწერებს მიმართავს

2025-09-01 10:28:15+04:00

ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილს ელოდება. სასიამოვნო სიახლის შესახებ მან საკუთარ გულშემატკივრებს რამდენიმე კვირის წინ შეატყობინა. ცოტა ხნის წინ კი მიმართვა ჩაწერა და გამომწერებს სთხოვა, მისთვის ბიჭის უცნაური სახელები ერჩიათ:

"ბევრნი ხართ და თქვენი იმედი მაქვს, რაც კი გეგულებათ ქართული - ძველი, ახალი, უცნაური, არაუცნაური, ბიჭის ტრადიციული სახელი, სულ რომ იფიქროთ, ამას არ შეხედავსო, ყველაზე, ყველაზე უცნაური ან ტრადიციული, ბიჭის სახელები ჩამომიწერეთ. რაც მოგწონთ ან პირიქით, არ მოგწონთ, ყველაფერი ჩამომიწერეთ." - თქვა ნუკი კოშკელიშვილმა.

მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ეს ხუმრობად აღიქვა და შესაბამისი, მათ შორის, გამოგონილი სახელები ურჩია. ბევრმა კი ნუკის ძველი ქართული ან არაქართული, ნაკლებად ცნობილი სახელები დაუწერა.

გაგიზიარებთ რამდენიმე უცნაური ან ნაკლებად ცნობილი სახელების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ნუკის საკუთარმა გულშემატკივრებმა ურჩიეს:

ბესარიონი, როსტომი, იპოლიტე, კირილე, პოლისკაცი, საჩინო, დადია, დოროთე, გირშელი, ჯუანშერი, შეთე, უტა, უჩა, კალისტრატე, სილიბისტრო, კიაზო, კოხტა, კოჩა, არუშან, კარლო, არონი, ისააკი, ჯიბო, ომიანე, რენო, ადამური, ჯენერი, ინდიკო, ომიანე, კინტო, ხუტა, გუძა, გიგლა, გონელი, გაიოზ, ვენედი, გერონტი, გერმანე, მურმან, ღვთისო, ბუკა, რუბენი, დამირი, რაბიკო, დათუშა, კუკური, ონერ, გერასიმე, მიტუშა, დავეხი, დამიანე, მებრძოლი, ხუნტული, ჯვებე, იოსებ, თარაში, გუჯა, ბეთქილი, ბეშქენი, უშბა, ცვატა, მაცი, ზეზვა, თედო, ბათურა, ჯაყო, ხვიჩა, არკადი, ივერი, ტიმოთემ იოაკიმე, კიაზო, ქუჯი, თორღვა, ბახა, თაბეგ,სევასტი, თარაში, ბერდია, თედო, ქიშვარდი, თადეოზი, შაქრო, ავგენა, ბახვა, ვატო, მოგელი, შიოლა, ტიტე, შერმანდილი, ტრისტანი, ნერსე, ალუდა, ციცკა, დომენტი, ბარდღა, ყიზილა, ერთაოზ, ბიგენტი, საყვალე, მახარე, ონისე, ზებულონი, ზენონი, შიო, ჯვებე, პაპუნა, ხარება.