"ბიბლუსში" 40% ქეშბექის აქცია დაიწყო - მშობლები

"ბიბლუსში" 40% ქეშბექის აქცია დაიწყო

2025-09-01 12:04:12+04:00

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ქეშბექის კამპანია დაიწყო. პირველი სექტემბრიდან გადაიხადეთ თიბისის მოსწავლის ბარათით ან თუ ხარ 18-23 წლის ახალგაზრდა, ახალი თიბისი ბარათით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 40% მომენტალურად. კამპანიის ფარგლებში, ქეშბექის ლიმიტი 150 ლარია. შეთავაზება 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ქეშბექი "ბიბლუსის" სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება. მათ შორისაა:

  • სასკოლო ჩანთები და პენლები;
  • საკანცელარიო ნივთები;
  • წიგნები;
  • ელექტრო ტექნიკა;
  • კრაფტი;
  • პრემიუმ კლასის პროდუქცია.

როგორც "ბიბლუსში" განმარტავენ, კომპანიაში წინასასკოლო სამზადისი სექტემბრამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ისინი ცდილობენ, მომხმარებლებს მუდმივად ახალი, ფუნქციური, საინტერესო და ფერადი სასკოლო ნივთები შესთავაზონ, რადგან ამ ყველაფერს ბავშვის მოტივაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქცია სხვადასხვა საფასო კატეგორიას ეკუთვნის და ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე მომხმარებლები შეძლებენ "ბიბლუსში" სასკოლოდ მომზადებას.

"ბიბლუსში" წარმოდგენილია 15-ზე მეტი მსოფლიო მასშტაბის ბრენდის, როგორებიცაა: MILAN, PONTO, CENTRUM, ROYAL TALENTS, ZIELER, Royal Christmas, Wurm, Kaemingk, Koopman, Baseus, Usams და სხვა, 25 ათასამდე დასახელების პროდუქტი.

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით "ბიბლუსი" აერთიანებს 80-ზე მეტ ფილიალს და 8 ფრენშაიზ მაღაზიას.

ქეშბექ შეთავაზება აქტიური იქნება ბიბლუსის მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში.

R