სად შეიკრიბნენ "ჩცდ"-ს დაქალები და ვისთვის ეძებენ საქმროს - ვიდეომ სერიალის მაყურებელი გაახალისა - მშობლები

სად შეიკრიბნენ "ჩცდ"-ს დაქალები და ვისთვის ეძებენ საქმროს - ვიდეომ სერიალის მაყურებელი გაახალისა

2025-09-01 11:58:47+04:00

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები ანა ტყებუჩავას აგარაკზე შეიკრიბნენ. ამ შეკრების ამსახველ ვიდეოს მაკა ძაგანია აქვეყნებს. ტყებუჩავების აგარაკს, სადაც ანა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ისვენებს, ნინო გაჩეჩილაძე, თეკო ჩუბინიძე და მაკა ძაგანია ესტუმრნენ.

untitled-3-1756714759.jpg

როგორც ვიდეოდან ირკვევა, მეგობრები პირველად არიან ამ აგარაკზე, რომელსაც სადღეგრძელოები მიუძღვნეს და კეთილი სურვილებით აავსეს. არც დასაქორწინებელი მეგობარი გამორჩენიათ.

"ამ გოგოსთვის ვეძებთ საქმროს", - ამბობს მაკა ძაგანია ნინო გაჩეჩილაძეზე.

ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს: "რეალურადაც რომ დაქალები ხართ და "საგურამოული" დღეები გაქვთ ამაზე ვგიჟდები. ისე ვუყურე ბოლომდე, მეგონა, ბიჭები შემოვარდებოდნენ ჩვეული ჟრიამულით. სერიალში ვარ ისევ".

"როგორი სიამოვნებით გიყურეთ, ასე მაინც იქეიფეთ ხოლმე და გიყურებთ" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.