პირველი სექტემბერი რუსეთში სწავლის დაწყების თარიღია. სხვებთან ერთად სკოლაში ქეთა თოფურიას შვილებიც წავიდნენ. ქეთამ მანქანით თავად წაიყვანა ისინი.
"გიხარიათ სკოლაში წასვლა?" - ეკითხება შვილებს. პასუხად ოლივია უკმაყოფილო სახეს იღებს, ადამი კი გულახდილად პასუხობს, რომ არ უხარია. "არავის უხარია" - ამბობს ბიჭი.
"სამაგიეროდ მე მიხარია" - სიცილით ამბობს ქეთა.
ოლივია მეხუთეკლასელია, ადამი კი პირველად მიდის სკოლაში.
მომღერალს ორივე შვილი კერძო სკოლაში დაჰყავს და სოლიდურ თანხასაც იხდის მათ განათლებაში.