რას ამბობს დედა, რომლის 2 წლამდე შვილიც ბებიამ Tiktok-ის ლაივში სცემა - მშობლები

რას ამბობს დედა, რომლის 2 წლამდე შვილიც ბებიამ Tiktok-ის ლაივში სცემა

2025-09-01 16:18:35+04:00

ქუთაისში დააკავეს ბებია, რომელმაც ორ წლამდე ბავშვი TikTok-ის ლაივში სცემა. გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც ბავშვმა საჭმლით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.

დაკავებულის შვილი, რომელიც ნაცემი ბავშვის დედაა, TikTok-ის ლაივში დედისთვის გირაოს თანხას აგროვებს. მისი თქმით, მას 3000 ლარი სჭირდება. ლაივის დროს ბავშვის დედას ტელეფონზე დაურეკეს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მას გირაოს თანხა აღარ სჭირდება და ამჯერად ადვოკატის ფულია საჭირო.

ნაცემი ბავშვის დედა ამბობს, რომ უკვე აქვს 500 ლარი და თუ კიდევ 500 ლარით დაეხმარებიან, ადვოკატის მეშვეობით დედამისის უდანაშაულობას დაამტკიცებენ.

განაგრძეთ კითხვა