"ჩემი შავი მარ­გა­ლი­ტი უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა" - მუსიკოსი მანანა მენაბდე გარდაიცვალა - მშობლები

"ჩემი შავი მარ­გა­ლი­ტი უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა" - მუსიკოსი მანანა მენაბდე გარდაიცვალა

2025-09-02 10:47:42+04:00

76 წლის ასაკში, ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი,მანანა მენაბდეგარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

„ჩემი შავი მარგალიტი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ 5 თვის მანძილზე გვერდით დაგვიდგა და მანანას სიცოცხლისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლა“, - წერს მანანა მენაბდის დისშვილი, მსახიობი განო მელითაური სოციალურ ქსელში.

მუსიკოსის გარდაცვალებას ეხმაურება ნიკა წულუკიძეც:

"წავიდა... მაგრამ დატოვა დიდი გზა, იშხნელებიდან წამოსული და მარადისობამდე მისული. ცოტა შემხვედრია ვისაც ასე უყვარდა ადამიანი და ენდობოდა მათ, მზე უყვარდა და მზესავით გვათბობდა. ინოლა უყვარდა, ეთერო თათარაიძე უყვარდა, ლადო ასათიანი... სისუფთავე და გულწრფელობა უყვარდა ადამიანშიც და ხელოვნებაშიც. რა ბრდნიერებაა რომ ოპერის პროექტი მოვასწარით და გავაკეთეთ, თითქოს წერტილო დასვა და მოემზადა ვერაგ სენთან საბრძლოველად... მადლობა ასეთი სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის და ყველა კონცერტისთვის რომელიც ერთად გაგვიკეთებია. ქუთაისიური საღამოებისთვის, გორის რეპეტიციებისთვის, გამოგზავნილი ნახატებისთვის, ხო კიდევ ანგელოზების ხატვა უყვარდა და მჯერა, სწორედ მათაან დაიდებს ბინას ჩემი მანანა". - წელს წულუკიძე სოციალურ ქსელში.

მანანა მენაბდე 1948 წელს მომღერლების, დებიიშხნელებისოჯახში დაიბადა. კარიერის დასაწყისში კონცერტებით მოგზაურობდა ორკესტრ„რეროსთან“ერთად.

მუსიკოსიმსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების, რომანსების და ნაწარმოებების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა.

მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა, რომელმაც 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. ფილმში მანანა მენაბდე თვითონვე მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მუსიკოსმა 1986 წელს მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმიროეპოსში,ნანახატისკაცისადა თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“, სადაც ის არსენას (ლადო ბურდული) დედის როლს ასახიერებს. 1991 წელს ნანა ხატისკაცმა ისევ გადაიღო მომღერალი მხატვრულტელეფილმში„სიბრძნე სიცრუისა“.

მანანა მენაბდე ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა.