საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გლდანში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. გარდაცვლილია მცირეწლოვანი.
შემთხვევა დღეს მოხდა.ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც ინტერნერმომხმარებლები წერენ, შემთხვევა პატარა გლდანის დასახლებაში, ჯანჯღავას პირველ შესახვევში მოხდა.
"აქვე ვცხოვრობ და თვალით ვიხილე ყველაგერი, დედა შოკიდან ვერ გამოდის. რისგან გაჩნდა, ჯერ არ ვიცით" - წერს კომენტარებში ერთ-ერთი თვითმხილველი.