ქართველი ბიზნესმენის გრანდიოზული ქორწილი ათენში -  ულამაზესი ხედები და ცნობილი სტუმრები საქართველოდან - მშობლები

ქართველი ბიზნესმენის გრანდიოზული ქორწილი ათენში -  ულამაზესი ხედები და ცნობილი სტუმრები საქართველოდან

2025-09-02 15:08:07+04:00

საბერძნეთში, ათენის რივიერაზე, ბიზნესმენგივიკო ჩხარტიშვილისადა მისი რჩეულის, მარიამის, გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. წყვილმა საკუთარი სიყვარულის აღსანიშნავად ყველაზე რომანტიკული და ბუნებრივი ჰარმონიით გამორჩეული ადგილი, ტბა ვულიაგმენი (Lake Vouliagmeni) შეარჩია.

ეს უნიკალური ტბა, რომელიც კარსტულ მღვიმეშია ჩამოყალიბებული, მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს სასიამოვნო ტემპერატურას და კლდეებით შემოსაზღვრული პეიზაჟით განსაკუთრებულ სილამაზეს ქმნის.

ქორწილს არაერთი ცნობილი სტუმარი დაესწრო, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩაფრინდნენ. მათ შორის იყვნენ: მილიონერითოშა ქებურია,მეუღლესთან, ქეთი ჟღენტთან ერთად, ბიზნესმენივანო ჩხარტიშვილიოჯახი, მოდელი თაკო ნაცვლიშვილიმეუღლესთან, ოთო ხუროძესთან ერთად და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი.

გივიკო ჩხარტიშვილიგახლავთ ტექნოლოგიური კომპანია Noxtton-ის თანადამფუძნებელი. ეს ამბავი 2016 წელს დიდ ბრიტანეთში დაიწყო, როდესაც მან და მისმა პარტნიორმა,გიორგი ჯავახიძემ, გადაწყვიტეს დაეარსებინათ პირველი ქართული ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ევროპულ ბაზარზე იქნებოდა ორიენტირებული. დღეს Noxtton სამ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 10-ზე მეტი ქვეყნის ბაზარს ემსახურება.

იხილეთ გაგრძელება და ფოტოები