აგვისტოს დასაწყისში სალომე გოგიაშვილსადალიკა შენგელიას შორის დაწყებულ კონფლიქტს ახალი, სკანდალური ფაზა მოჰყვა. მას შემდეგ, რაც დაპირისპირება თითქოს მიწყნარდა, სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, ყოფილი ქმრის, ვახო ნიკოლეიშვილისა და ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.
გოგიაშვილი აცხადებს, რომ მას სამსაათიანი ჩანაწერი აქვს, თუმცა მის სრულად გავრცელებას არ აპირებს, რადგან იქ არის მომენტები, რაც არ უნდა მისმა შვილებმა მოისმინონ.
"მთელი მსოფლიოს გამწარებული ქალების მაგივრად გიხდი მე შენ სამაგიეროს და იცოდე, იმ ჩემი ოთხი შვილის უკან, რომლებიც შენ დღეს უმამოდ დატოვე, დგას პირველ რიგში დედა, რომელსაც ხასიათი აქვს ომში შესვლის და გამარჯვებული გამოსვლის. იმედია შენს აწმყო თუ გაშორებულ ქმარს აქვს იმის საშუალება, რომ ბილეთი გიყიდოს და ქალაქიდან გაგიშვას, რადგან ამის შემდეგ ძალიან გაგიჭირდება ამ ქალაქში ცხოვრება", – მიმართავს გოგიაშვილი ლიკა შენგელიას.
ჩანაწერის ფრაგმენტიდან:
ქალი (სავარაუდოდ ლიკა შენგელია):სახლში ხარ, საიდან მელაპარაკები?
კაცი (სავარაუდოდ ვახო ნიკოლეიშვილი):კი, სახლში ვარ, სახლიდან გელაპარაკები.
ქალი:მარტო ხარ?
კაცი:კი, ახლა მარტო ვარ.
ქალი:ხო რა, ეგრე ჯობია, ცოტა ხანი გნახავ.
კაცი:მოკლედ, ხვალ მოგაკითხავ მაშინ.
ქალი:როდისთვის, რომ დავგეგმო მეც, თუ არ იცი.
კაცი:არა, ვიცი, 3-4-სთვის. ხვალ შეხვედრები მაქვს რაღაც და სამისთვის მოგაკითხავ.
ქალი:ხო, კაი, სად ვიქნები იმის მიხედვით.
კაცი:ნუ, სახლთან არ იქნები?
ქალი:შეიძლება სახლშიც ვიყო, არ არის პრობლემა.
კაცი:შემიძლია დღესაც მოგაკითხო, უბრალოდ არც დაცვა მყავს და არც არაფერი, მაგრამ ისე ვარ მარტო.
ქალი:დაცვა არ გინდა, მოწმეები. არა, მძღოლთან ერთად არა, მარტო მოდი, ურთიერთობას რა უდგას წინ. პირდაპირ გეუბნები ვახო, მე ახლა შენთან ჩუმად რაღაც ისე ვერ ვივლი რა. მე არ ვარ ახლა დასამალი ადამიანი, არაფერი არ მჭირს სამაგისო.