შესაძლოა, ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ჩვენი შინაგანი დაძაბულობა ყველაზე მოულოდნელ წვრილმანებში აისახება. მაგალითად, ეს შეიძლება, სამკაულების არჩევანშიც გამოიხატოს. მიუხედავად იმისა, რომ სამკაულები ინდივიდუალური სტილის ნაწილია და ყველა საკუთარი გემოვნების მიხედვით ირჩევს, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სწორედ ამ არჩევანს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. ზოგიერთს მასიური ყელსაბამის ტარება უფრო მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებს, ზოგი კი მინიმალისტურ აქსესუარებს ირჩევს, თითქოს, ცდილობს შეუმჩნეველი დარჩეს...
დღეს ერთ მარტივ ტესტს გაგიზიარებთ. ქვემოთ მოცემულია ოთხი სხვადასხვა გოგონას სურათი. მათ განსხვავებული ყელსაბამები უკეთიათ. ეს ტესტი თქვენი სტრესის დონეს დაადგენს. მთავარი ამოცანაა, აირჩიოთ ის აქსესუარი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. შემდეგ კი განმარტებები წაიკითხეთ:
თქვენი შფოთვის დონე დაბალია, თუმცა მიჩვეული ხართ, რომ თქვენ გარშემო ყველაფერი ფრთხილად, მაგრამ მაინც გააკონტროლოთ. ეს გეხმარებათ, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ, მაგრამ ზოგჯერ შინაგან შფოთვასა და ნერვიულობას იწვევს. ეცადეთ, უფრო ხშირად მისცეთ საკუთარ თავს სპონტანურობის უფლება. ეს სტაბილურობას ნამდვილად არ გაანადგურებს, თქვენ კი პერიოდულად სიმსუბუქეს მოგანიჭებთ.
შინაგანი დაძაბულობა შეუმჩნევლად გროვდება. წინ მიიწევთ იქამდე, სანამ ძალები არ გამოგელევათ. შეეცადეთ იქამდე ისწავლოთ გაჩერება და დასვენება, ვიდრე სხეული სახიფათო ნიშნებს მოგცემთ. დღის განმავლობაში მცირე შესვენებებიც კი სტრესის დონეს ამცირებს.
შესაძლოა, ეს მიდგომა მოულოდნელობებისთვის შემზადების გზად მოგეჩვენოთ და გსურდეთ, რომ სამომავლო საკითხები წინასწარ განსაზღვროთ, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება ენერგიას გაცლით. შეეცადეთ, პრობლემებზე ფიქრში დახარჯული დრო შეამციროთ და ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც აქ და ახლა ხდება.
ნებისმიერი ცვლილება, თუნდაც კარგი, ყოველდღიური რიტმიდან გაგდებთ. ეს ნორმალურია, თუ ამ თვისებას ამოიცნობთ და ასეთ მომენტებში საკუთარი თავის მხარდაჭერას ისწავლით. მცირე რიტუალები და პროგნოზირებადი ჩვევები დაგეხმარებათ, თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ.