"თავიდან "ფეიქი" მეგონა... ასეთი შემოთავაზება არასდროს მქონია" - როგორ მიიწვია Armani-მ  ნინი ბადურაშვილი და როგორ შეარჩია კაბები - მშობლები

"თავიდან "ფეიქი" მეგონა... ასეთი შემოთავაზება არასდროს მქონია" - როგორ მიიწვია Armani-მ  ნინი ბადურაშვილი და როგორ შეარჩია კაბები

2025-09-03 14:17:55+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ნინი ბადურაშვილი ვენეციის რიგით 82-ე კინოფესტივალზე გამოჩნდა. მასთან ერთად მისი მენეჯერი, კოკი ფანგანი იმყოფებოდა, რომელმაც ფესტივალიდან არაერთი კადრი გაგვიზიარა.

ნინის ფოტოებმა და ვიდეოებმა უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა. კომპლიმენტები გამოქვეყნებულ კადრებზე დღემდე არ წყდება - ხაზს უსვამენ, რომ ნინი განსაკუთრებული შარმით, ელეგანტურობითა და დახვეწილობით გამოირჩევა.

როგორც ცნობილია, ნინი ბადურაშვილმა მამის, ერეკლე ბადურაშვილის ფილმში, "ხიდი" ითამაშა, თუმცა ვენეციის კინოფესტივალზე არა როგორც მსახიობი, არამედ ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის სილამაზის ხაზის ამბასადორი, ისე წავიდა.

როგორ მიიწვია Armani Beauty-მ ნინი ფესტივალზე, ამის შესახებ მან ექსკლუზიური ინტერვიუ"რადიო ფორტუნას"მისცა.

ნინი ბადურაშვილის ინტერვიუ ვენეციის კინოფესტივალის შესახებ

"ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, დაუკავშირდნენ კოკი ფერაზი ფანგანს, ჩემს მეგობარს, რომელსაც „ინსტაგრამზე“ მისწერა კომპანიამ, ვინც „არმანისთვის“ არჩევდა სახეებს სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ ეს შუამავალი კომპანია იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. ალბათ, ჩემთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, მაგრამ რადგან კოკის ჩემი უამრავი ვიდეო უდევს, სწორედ მასთან გავიდნენ ხაზზე. როდესაც კოკიმ მითხრა, რომ „არმანიმ“ ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოდან ამბასადორად მე მიმიწვია, სიმართლე გითხრათ, თავიდან ფეიქი მეგონა. აქამდე ასეთი შემოთავაზება არასდროს მქონია. შემდეგ დავიწყეთ გადამოწმება და დავრწმუნდით, რომ სიმართლე იყო, დავიწყეთ კომუნიკაცია. როდესაც ყველა დეტალი დავაზუსტეთ, ერთად გავემგზავრეთ, რადგან კოკის გარეშე მე ამდენი რაღაცის გადაღებას ვერ მოვახერხებდი.

განაგრძეთ კითხვა