ჭანომ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა - კიდევ ერთი ცნობილი წყვილი სუხიშვილებიდან - მშობლები

ჭანომ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა - კიდევ ერთი ცნობილი წყვილი სუხიშვილებიდან

2025-09-03 21:16:30+04:00

სუხიშვილების მოცეკვავე დავით ჭანიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ჭანოს ცეკვა ნამდვილად გამორჩეულია და პოპულარობაც მისმა საყვარელმა საქმემ მოუტანა.

ჭანოს პირველი მეუღლე თამუნა თანდაშვილი იყო, რომელმაც კოვიდი ორჯერ ურთულეს ფორმებში გადაიტანა და მდგომარეობიდან გამოსული საჯარო მადლობებს უხდიდა ქმარს გამძლეობისთვის.

თუმცა, პანდემიის დასრულების შემდეგ გახმაურდა მათი დაშორების ამბავი. მიზეზებზე ბევრს საუბრობდნენ კულუარულად, თუმცა, ოფიციალურად არცერთს არაფერი გაუჟღერებია.

ახლა კი ირკვევა,რომ ჭანო შეყვარებულია და საყვარელ ქალს ხელიც სთხოვა. ამის ამსახველი ფოტოები ჭანომ და ასევე მოცეკვავე მაკო დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ერთობლივად გამოაქვეყნეს და ახლობელ მეგობრებისგან მილოცვებსაც იღებენ.

541231201-1402381710836803-2396073786817406693-n-1756920538.jpg

541428273-1831841317686701-5131467768996217671-n-1756920483.jpg541079137-4236152633379050-697826695914359504-n-1756920498.jpg

თეკლა ჟვანია