ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის წყვილი შვილებთან ერთად ლატვიაში, ქალაქ რიგაში ისვენებს. არდადეგების ამსახველი ფოტოები წყვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც წესი, გამომწერების განსაკუთრებული ოვაციები ალა პუგაჩოვამ დაიმსახურა.
"აი, ასე გამოიყურება ბედნიერი ქალის ბედნიერი ოჯახი"
"მაქსიმ, გაუფრთხილდი ალას" - წერენ გულშემატკივრები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბავშვები, გარი და ლიზა საგრძნობლად გაზრდილები არიან.
როგორც ცნობილია, წყვილი კვიპროსზე ცხოვრობს რა ხანია. იქვე დადიან ბავშვები ინგლისურენოვან სკოლაში.დაათვალიერეთ მათი კვიპროსული ვილა.