1911 წლის ზაფხულში ეკჰარტების ოჯახში ტყუპის დაბადებას ელოდებოდნენ. ემილი ეკჰარტსა და მის მეუღლეს, ჯონს, ვაჟები შეეძინათ. როდესაც პირველი ბიჭი, რობერტი, დაიბადა, ის სრულიად ჯანმრთელი იყო. მისმა უმცროსმა ძმამ კი ყველას გაოცება გამოიწვია...
ჯონი ქვედა ტანის გარეშე დაიბადა. თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ისე ეცხოვრა, როგორც მის ძმას. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა კიდურები არ ჰქონდა, ბიჭი ნორმალურად აზროვნებდა და არანაირი გონებრივი შეფერხება არ ჰქონია. მშობლებს ის ისე უყვარდათ, როგორც რობერტი.
ბიჭები გაიზარდნენ და ბევრი ტყუპის მსგავსად, ერთმანეთის განუყრელი მეგობრები და ყველაზე ახლო ადამიანები გახდნენ. ორივე გულმოდგინედ სწავლობდა, სხვათა შორის, ჯონი ძმასთან ერთად ჩვეულებრივ სკოლაში დადიოდა, რისთვისაც მისი უფროსი და ამზადებდა და ყველანაირად ცდილობდა, ბიჭი პროგრამას არ ჩამორჩენოდა.
ადრეული ასაკიდან ჯონი შემოქმედებითობისკენ იყო მიდრეკილი. ბრწყინვალედ ხატავდა, ხეზე კვეთდა და ტანსაცმელსაც კი კერავდა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ტყუპისცალი ძმისთვის.
ჯონი ხელებით დადიოდა. 20-იანი წლების დასაწყისში ძმები ცნობილი ილუზიონისტის წარმოდგენის სანახავად წავიდნენ. შოუს დროს ილუზიონისტმა აუდიტორიიდან ერთ-ერთს სთხოვა, რომ ნომრის შესრულებაში დახმარებოდა. ყველას გასაკვირად, სცენაზე მოზარდი ბიჭი გამოვიდა, რომელსაც ხელში საკუთარი ძმა ეჭირა. რობერტმა სცენაზე ჯონიც გაიყვანა. აუდიტორია არც ილუზიონისტს, არც მის ნომერს, არც სცენას აღარ უყურებდა. მათ აინტერესებდათ, თუ ვინ იყო "ნახევარი ბიჭი", რომელიც სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა.
ილუზიონისტი, სახელად მაკესლანი, მიხვდა, რომ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და ჯონის მშობლებთან კონტრაქტი გააფორმა. ასე აღმოჩნდა ჯონი ცირკში საკუთარ ძმასთან ერთად.
მაყურებელს ნომრები მათი მონაწილეობით განსაკუთრებით მოსწონდა. ძმებს მაკესლანთან დიდხანს არ უმუშავიათ. ისინი მალე სხვა ილუზიონისტთან გადავიდნენ. ერთი წლის შემდეგ კი ჯონმა საკუთარი პროგრამა შექმნა და დამოუკიდებელი შოუების გამართვა დაიწყო. მისი სასცენო სახელი სტალ ჯონი ეკი იყო.
ჯონის კარიერა ძალიან სწრაფად გაიზარდა. ის იმდენად პოპულარული შოუმენი გახდა, რომ მისი წარმოდგენებისათვის ბილეთების შოვნა განსაკუთრებით რთული იყო.
1931 წელს ჯონ ეკჰარტი კინოში მიიწვიეს. ფილმში "Freaks" ის მთავარ როლს ასრულებდა. აღნიშნული ფილმი მაშინ თითქმის მთელ მსოფლიოში აიკრძალა. ბიჭი, ფაქტობრივად, საკუთარ თავს თამაშობდა.
გადაღებების დროს ჯონი სხვა მონაწილეებს თავს არიდებდა. ცდილობდა, ისე ყოფილიყო, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და ფიზიკურ ნაკლზე ყურადღებას არ ამახვილებდა.
გადაღებების დროს ჯონის პირველად შეუყვარდა. მისი რჩეული მსახიობი ოლგა ბაკლანოვა იყო. ბიჭმა იცოდა, რომ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ჯონი საკუთარი ხასიათითა და კეთილი ბუნებით ადამიანების მოხიბვლას მაინც ახერხებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი აიკრძალა, "ნახევარი ბიჭი" ჰოლივუდმა არ დაივიწყა. ჯონი ტარზანის შესახებ სამ ფილმში მიიწვიეს. სამივე ფილმში ის მითოლოგიურ პერსონაჟს - ჩიტ-კაცს თამაშობდა.
ცირკისა და გადაღებების გარდა, ჯონი მუსიკით იყო დაინტერესებული. რობერტთან ერთად მან ორკესტრი შექმნა, სადაც დირიჟორობდა და ფორტეპიანოზეც კი უკრავდა, რომელიც სპეციალურად მისთვის იყო შექმნილი.
ჯონი მრავალმხრივად ნიჭიერი ადამიანი იყო. შესანიშნავად ხატავდა, ფანქრით ცხოვრებისეულ მოვლენებს ასახავდა და ავტოპორტრეტებსაც შესანიშნავად ასრულებდა.
1930-იან წლებში ჯონმა, თანამოაზრეებთან ერთად, მანქანა ააწყო, რომელსაც საკუთარი სახელი დაარქვა. ის ხანდახან რბოლებშიც მონაწილეობდა...
დროთა განმავლობაში, ჯონისა და მისი ძმის შოუების მიმართ საზოგადოების ინტერესი დაეცა და მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. რობერტი მავნე ნივთიერებებზე გახდა დამოკიდებული და ძმებს ამის გამო ჩხუბი მოუვიდათ. 70-იან წლებში მათ, ფაქტობრივად, კომუნიკაცია საერთოდ აღარ ჰქონდათ.
80-იან წლებში ჯონის მონაწილეობით აკრძალული ფილმი კვლავ საჯაროდ წარადგინეს და მის მიმართ საზოგადოების ინტერესი ისევ გაღვივდა. მაგრამ, ინტერესის გაზრდას ჯონისთვის ფინანსური სარგებელი არ მოუტანია.
დროთა განმავლობაში ძმები შერიგდნენ. თუმცა, 1987 წელს საშინელება მოხდა. რობერტი და ჯონი გაძარცვეს. იქამდე კი მძარცველებმა ძმები სასტიკად აწამეს... ამის შემდეგ, ჯონმა გარესამყაროსთან კონტაქტი საერთოდ შეწყვიტა და სახლში ჩაიკეტა.
ჯონ ეკჰარტი 1991 წლის დასაწყისში გარდაიცვალა. რობერტი კი - 4 წლის შემდეგ.
ჯონის ისტორიის შესახებ ჰოლივუდში კიდევ ერთი ფილმის გადაღება უნდოდათ, თუმცა როგორც ცნობილია, ჯერჯერობით ამ პროექტისთვის ბიუჯეტის მოძიება ვერ მოხერხდა.