რომელია ყველაზე მოსახერხებელი სივრცე, სადაც სკოლისთვის საჭირო ყველა ნივთს შეიძენთ - მშობლები

რომელია ყველაზე მოსახერხებელი სივრცე, სადაც სკოლისთვის საჭირო ყველა ნივთს შეიძენთ

2025-09-04 11:22:17+04:00

არდადეგები დასასრულს უახლოვდება და მშობელთა ჩვეული რუტინა აქტიურდება: ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების შერჩევის დროა!

ეს პროცესი ხშირად ასოცირდება საათობით სიარულთან სხვადასხვა მაღაზიაში, უსასრულო სიის გადახედვასთან, ფასების შედარებასთან და დაღლასთან. საბედნიეროდ, არსებობს სივრცე, სადაც სკოლის დაწყებისთვის ყველა საჭირო ნივთს იპოვით და სასიამოვნო გარემოში, მშვიდად იშოპინგებთ ბავშვთან ერთად.

რატომ არის "ბიბლუსი" საუკეთესო ადგილი სასკოლო შოპინგისთვის?

"ბიბლუსში" სასკოლო სეზონისთვის უკვე ყველაფერი მზადაა - 6000-ზე მეტი სახეობის საკანცელარიო ნივთი; 3 მილიონამდე პროდუქტი; ხარისხიანი ბრენდები, საოცარი ფასები და ერთ სივრცეში წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქცია.

განსაკუთრებით დიდია არჩევანია წარმოდგენილი "ბიბლუსის გალერეებში", მომხმარებელი მოხვდება შთამაგონებელ სივრცეში, სადაც სასკოლო პროდუქცია წარმოდგენილია როგორც თემატურად, ისე ასაკობრივად, რაც შერჩევის პროცესს აჩქარებს და ამარტივებს. ამასთან, კონსულტანტები დაგეხმარებიან საჭირო ნივთების შერჩევაში.

"ბიბლუსის" სასკოლო პროდუქცია ასევე წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზეც: თბილისი მოლი; სითი-მოლი; გალერეა და ჰუალინგ პლაზა.

image2-23-1756970702.jpg

"ბიბლუსში" შეგიძლიათ ერთდროულად შეიძინოთ:

საკანცელარიო ნივთები:

  • კალმები — 0.15 ლარიდან
  • ფანქრები, მარკერები, საშლელები, სახაზავები
  • სახატავი მასალები ყველა ასაკისთვის
  • სათლელები, ასაწყობი პენლები, მხატვრული რვეულები

სასკოლო ჩანთები და აქსესუარები:

  • სასკოლო ჩანთები — 14.99 ლარიდან
  • პენლები — 1.99 ლარიდან
  • თემატური სეტი რვეულებითა და ჩანთებით
  • ცნობილი ბრენდები: MILAN, PONTO, CENTRUM

რვეულები და ბლოკნოტები:

  • რვეულები — 0.35 ლარიდან
  • თემატური სერიები ქართული ფეხბურთელების გამოსახულებით, რბილ და მაგარყდიანი, სხვადასხვა ფორმატში

image-2025-09-03t232542-1756970785.786.jpg

"ბიბლუსის" სანდო პარტნიორები ისეთი საერთაშორისო ბრენდებია, როგორიცაა:

MILAN – დიზაინით გამორჩეული, ფუნქციური ჩანთები, აქსესუარები და საკანცელარიო ნივთები;

PONTO – კრეატიული და ბიუჯეტური ჩანთები, კომპლექტებში.

ასევე სიახლეა — "ბიბლუსისა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კოლაბორაცია:

თემატური სასკოლო ნივთები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გამოსახულებით, რაც ბავშვებისთვის დამატებითი მოტივაციაა.

image-2025-09-03t232648-1756970852.470.jpg

image-2025-09-03t232700-1756970863.919.jpg

"ბიბლუსის გალერეებში" ასევე ფუნქციონირებს წიგნის კაფე, სადაც შეძლებთ შეისვენოთ და გემრიელად წაიხემსოთ.

სწორედ ამით გამოირჩევა "ბიბლუსი": მშვიდი, ორგანიზებული სივრცე, მოსახერხებელი ლოკაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყველა ბიუჯეტზე მორგებული ფასები.

შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ — რაც გჭირდებათ, "ბიბლუსში" იპოვით.

R