თუ გსურთ, თქვენს შვილს სწავლის დაწყება უხაროდეს, მაშინ პირველ რიგში მას ის ჩანთა უნდა უყიდოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს და ამავდროულად, ბავშვის ყოველდღიურ კომფორტსაც უზრუნველყოფს. ასეთი უნიკალური კომბინაციის მოძებნა მარტივი არ არის, თუმცა არც შეუძლებელია, როდესაც ბაზარზე LEGO-ს სასკოლო ჩანთები არსებობს.
LEGO-ს ჩანთები შექმნილია იმ იდეით, რომ ბავშვებისთვის სწავლა იყოს არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესი, არამედ მხიარული და კომფორტულიც. ამ ლეგენდარული ბრენდის ჩანთების თითოეულ დეტალში ჩანს ბავშვზე ზრუნვა. ერგონომიული უკანა პანელი ხერხემლის ჯანმრთელობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ხოლო რეგულირებადი თასმები და მკერდის ბალთა საშუალებას აძლევს ბავშვს, ჩანთა საკუთარი სიმაღლისა და ფიზიკური მონაცემების მიხედვით მოირგოს.
მასალა მსუბუქია და ჰაერს ატარებს, რაც ნიშნავს, რომ ბავშვს მისი ყოველდღიურად ტარება არ გაუჭირდება და ზედმეტ დისკომფორტს არ შეუქმნის.
გარდა ამისა, თითოეულ ჩანთას აქვს ამრეკლავი დეტალები, რაც უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი გზაზე დამოუკიდებლად გადაადგილდება.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ჩანთები დამზადებულია 100%-ით პლასტმასის ბოთლებისგან გადამუშავებული პოლიესტერისგან. ეს ნიშნავს, რომ LEGO ერთდროულად ზრუნავს როგორც ბავშვზე, ისე გარემოზე.
როდესაც საქმე თქვენი შვილების ყოველდღიურ ნივთებს და მათ ჯანმრთელობას ეხება, სერტიფიცირება უმნიშვნელოვანესი საკითხია. LEGO-ს ზურგჩანთები IGR სერტიფიცირებულია, რაც ნიშნავს, რომ მათი შექმნის პროცესში ჩართული იყვნენ ექიმები, ფიზიოთერაპევტები და მკვლევარები. სწორედ ამ პროცესის შედეგია, რომ ჩანთები მაქსიმალურად უსაფრთხო და პრაქტიკულია არასრულწლოვნებისათვის.
LEGO-ს ჩანთები ექსკლუზიურად წარმოდგენილია XS Toys-ის მაღაზიათა ქსელში და ვებგვერდზე. არ დაგავიწყდეთ, მათი რაოდენობა ლიმიტირებულია. ყველაზე ფართო ასორტიმენტი კი თბილისი მოლის ფილიალში დაგხვდებათ.
სკოლისთვის სამზადისი რომ ბავშვებისთვის ნამდვილი დღესასწაულია, XS Toys-ს არ ავიწყდება. სწორედ ამიტომ პატარა მომხმარებლებს განსაკუთრებული საჩუქრები მოუმზადა. LEGO-ს ჩანთის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ სპეციალურ სასკოლო კომპლექტს როგორც გოგოსთვის, ისე ბიჭისთვის. სიახლეებითა და საჩუქრებით დაწყებული სასწავლო წელი ხომ აუცილებლად პოზიტიურად გაგრძელდება.
და ბოლოს, რამდენიმე რჩევა, რომელიც ჩანთის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:
R