"სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოდის დიზაინერი გავხდებოდი", - ყოფილი ექიმი, რომელსაც მოდაზე არასოდეს უფიქრია - ლეგენდარული ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა - მშობლები

"სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოდის დიზაინერი გავხდებოდი", - ყოფილი ექიმი, რომელსაც მოდაზე არასოდეს უფიქრია - ლეგენდარული ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

2025-09-04 19:41:59+04:00

მსოფლიო მოდის კიდევ ერთ ლეგენდას, ჯორჯო არმანის დაემშვიდობა - იტალიელი დიზაინერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯორჯო არმანი იტალიის ქალაქ პიაჩენცაში დაიბადა. მამა უგო არმანი ტრანსპორტის კომპანიაში მუშაობდა მენეჯერად, დედა მარია რაიმონდი დიასახლისი გახლდათ. ჯორჯოს უფროსი ძმა სერჯო და უმცროსი და როზანა ჰყავდა. ბავშვობაში არმანიმ მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და უმძიმესი წლები გამოიარა, თუმცა ყველაზე მეტად დედის გემოვნებამ და სისუფთავემ მოახდინა გავლენა მის ესთეტიკურ აღქმაზე.

ჯორჯო არმანის გზა დიზაინამდე ცოტა უჩვეულო იყო, იმიტომ რომ ახალგაზრდობაში საერთოდ არც მოდაზე ფიქრობდა , არც მხატვრობაზე. თავდაპირველად ექიმობაზე ოცნებობდა და მილანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა სამი წლის შემდეგ სწავლა შეწყვიტა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში შევიდა. იქ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა ცხოვრებაში სხვა გზა ეძებნა.

f5b10826cbf9ba16e828a7843f2a9e29-1756998120.jpg

მილანში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დიდ უნივერმაღში „ლა რინაშენტეში“ დაიწყო. მუშაობდა როგორც ვიტრინების დეკორატორი. ანუ ის აწყობდა მაღაზიის ფანჯრის ვიტრინებს — როგორ გამოიყურებოდა მანეკენები, ტანსაცმელი, აქსესუარები, განათება და საერთო კომპოზიცია. ეს იყო კრეატიული საქმე, რომ გამვლელებს შორიდანვე მოსწონებოდათ და მაღაზიაში შესვლას მოტივაცია ჰქონოდათ.

შემდეგ გახდა შემსყიდველი – უკვე არჩევდა რა ტანსაცმელი და აქსესუარები შეეძინა მაღაზიას. ამან პრაქტიკული ცოდნა მისცა, თუ რომელი სტილი მოსწონდათ ადამიანებს და რა იყიდებოდა რეალურად.

.ამ გამოცდილებამ მას დიდი ცოდნა და დაკვირვების უნარი შესძინა. 1960-იან წლებში იგი ნინო ჩერუტის კომპანიაში გადავიდა, სადაც მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობდა და პარალელურად სხვა სახლებსაც ეხმარებოდა.

აქ პირველად შეეხო უშუალოდ ტანსაცმლის შექმნას და პრაქტიკით ისწავლა დიზაინი.ანუ, დიზაინში აკადემიური განათლება არ მიუღია. მისი გზა იყო შემთხვევითობის, პრაქტიკის და დაკვირვების შედეგი

სწორედ ჩერუტის კომპანიაში მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საფუძვლად დაედო საკუთარი ბრენდის შექმნას.

armani-7-1756998150.jpg

1975 წელს არმანიმ არქიტექტორ სერჯიო გალეოტთან ერთად დააფუძნა Giorgio Armani S.p.A. მათ სტარტაპის დასაფინანსებლად საკუთარი მანქანაც კი გაყიდეს. 1980 წელს რიჩარდ გირი ფილმში American Gigolo არმანის კოსტუმებით გამოჩნდა, რამაც დიზაინერს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

richard-gere-american-gigolo-full-1756998281.jpg

1982 წელს იგი ჟურნალ Time-ის ყდაზეც გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი.

21a871dcda8c17b9f78ed86b1dd0dec9-1756998380.jpg

1981 წელს შექმნა Emporio Armani და Armani Jeans, ხოლო 1991-ში A|X Armani Exchange. წლების განმავლობაში მისი სახელი გადაიქცა დიდ მოდის იმპერიად, რომელიც მაღალი მოდის ხაზს, ყოველდღიურ ტანსაცმელს, აქსესუარებს, სასტუმროებსა და ინტერიერის დიზაინსაც მოიცავდა.

00034-emporio-armani-spring-22-rtw-milan-credit-gorunway-1756998526.jpeg

a-15ss-2-1756998569.jpg

არმანი არასოდეს დაქორწინებულა და შვილები არ ჰყოლია. მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ბიზნესპარტნიორი და თანხმლები სერჯიო გალეოტი, რომელიც 1985 წელს გარდაიცვალა.

0a1f87b70bed03a0091b31c78b76094f-1756998681.jpg

შემდგომში არმანიმ ღიად აღნიშნა, რომ გალეოტი აივინფექციათან დაკავშირებული გართულებების გამო დაიღუპა.2016 წელს არმანიმ დააფუძნა Giorgio Armani Foundation, რათა მისი კომპანიის დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა და საქველმოქმედო მიზნებსაც დახმარებოდა.

არმანი ყოველთვის ადამიანებს აკვირდებოდა — როგორ იცვამდნენ, რა შთააგონებდათ, სად გრძნობდნენ თავს კომფორტულად. ეს უნარი დიზაინში გადმოიტანა: ტანსაცმელი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო. ბავშვობიდან დედის სისუფთავე და სტილი მისთვის მაგალითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრობას არ სწავლობდა, ბუნებრივი ფერის, ფორმისა და სიმარტივის შეგრძნება ჰქონდა.

show-photo-1756999109.jpg

მან გადაწყვიტა მედიცინა მიეტოვებინა, როცა მიხვდა, რომ ეს საქმე მისი არ იყო. შემდეგ იმავე სითამამით დატოვა სტაბილური სამსახური და საკუთარი ბრენდი დაიწყო. ასეთ გადაწყვეტილებებს დიდი საბედისწერო რისკები ახლდა, მაგრამ არმანიმ გაბედა. თავად ამბობდა, რომ უნივერსიტეტი დიზაინში არ გაუვლია, მაგრამ ყველაფერი პრაქტიკით ისწავლა. ვიტრინების მოწყობა, ტანსაცმლის შერჩევა, კოსტუმების კონსტრუქცია — ეს ყველაფერი გამოცდილების გზით დაუგროვდა.

2025 წლის ივნისში ჯანმრთელობის გამო პირველად გამოტოვა მილანის ჩვენებები, ხოლო 2025 წლის 4 სექტემბერს, 91 წლის ასაკში, გარდაიცვალა.ჯორჯო არმანიმ სამუდამოდ შეცვალა მოდის ისტორია. მან ტანსაცმელს მიანიჭა სილუეტის ძალა და ელეგანტურობა, შექმნა სტილი, რომელიც კლასიკად იქცა და სამუდამო კვალი დატოვა როგორც ბიზნესში, ისე კულტურაში.

წარმოგიდგენთ არმანის გამონათქვამებს:„სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოდის დიზაინერი გავხდებოდი.“

"მახსოვს ჩემი ბავშვობისა და ოჯახის სიმარტივე. დედისა და მამის ელეგანტურობა. ჩვენ მდიდრებად გამოვჩანდით, მაშინაც კი, როცა ღარიბები ვიყავით

„მე ვიყავი დამკვირვებელი. მიყვარდა მოსმენა, ვიდრე საკუთარი თავის გამოხატვა. ეს თვისება მთელი ცხოვრება შემომრჩა.

„დიდება არ იყო მიზეზი, რის გამოც ეს გზა ავირჩიე. არც ფული — ის ვერ ყიდულობს ელეგანტურობას. ყოველთვის მხოლოდ საქმის კეთება მამოძრავებდა.“

„კარგად მოვლილი გარეგნობა საუკეთესო სავიზიტო ბარათია. მაგრამ საბოლოოდ მნიშვნელოვანია გონება და იდეები.“