"გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ქმართან გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა" - ნანი ბრეგვაძე პირად გრძნობებზე საუბრობს - მშობლები

"გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ქმართან გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა" - ნანი ბრეგვაძე პირად გრძნობებზე საუბრობს

2025-09-04 23:03:32+04:00

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ერთ-ერთ ინტერვიუში სიყვარულსა და პირად გრძნობებზე საუბრობს. სწორედ ამ საუბრისას ახსენა თავისი პირველი სიყვარული, რომელიც მსახიობ სოფიკო ჭიაურელის ძმა აღმოჩნდა.

"გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ყველამ იცოდა ამის შესახებ. ის კი ცოლიანი იყო. ვგიჟდებოდი მასზე. შემდეგ გავთხოვდი, განვქორწინდი... ქმართან გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა... ძალიან მუსიკალური იყო, ღმერთმა მიბოძა ეს სიყვარული... ჩვენთან სახლშიც მოდიოდა, თუმცა დედას ის არ მოსწონდა ჩემთვის, როგორც ქმარი..." - ამბობს მომღერალი ინტერვიუში.

ცნობისათვის, სოფიკო ჭიაურელს ორი ძმა ჰყავდა. ოთარ ჭიაურელი და რამაზ ჭიაურელი. რეჟისორი რამაზ ჭიაურელი 1975 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოთარ ჭიაურელიც რეჟისორი გახლდათ. ის 1966 წელს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

unnamed-1757014635.jpg
რამაზ ჭიაურელი

რაც შეეხება ნანის ქმარს, ისიც, მისი მონათხრობის თანახმად, სწორედ დედის გადაწყვეტილებით გახდა მისი ქმარი. დედას ნანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა.

nani-dedastan-ertad-1942c-1757592643..jpg
ნანი დედასთან ერთად

ნანი ბრეგვაძე 1936 წელს, თბილისში მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადების შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა. ოლგა საკმაოდ მკაცრი და ამავე დროს მოსიყვარულე დედა გახლდათ. სწორედ მან ასწავლა და შეაყვარა გოგონას მუსიკა, მოგვიანებით კი დაგეგმა შვილის ცხოვრება, იზრუნა მის განათლებასა და კარიერაზე, მათ შორის, პირად ცხოვრებაზეც...

nani-dedastan-ertad-1942c-1757592643. (1).jpg

მის შესახებ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული ვრცელი სტატიის თანახმად, ნანის თაყვანისმცემლებს შორის დედამისს მერაბ მამალაძე მოსწონდა სასიძოდ. ნანის ის უფრო მეგობრად მიაჩნდა, თუმცა დედამ დაარწმუნა, რომ კარგი ოჯახის ბიჭს, რომელიც ყურადღებას აქცევდა, საჩუქრებით ანებივრებდა, გაჰყოლოდა და ნორმალური ოჯახი შეექმნა.

219396056-1757592643.jpg

გათხოვების შემდეგ ჯერ მერაბის მშობლებთან ცხოვრობდნენ, მერე კი ნანის დედასთან გადავიდნენ საცხოვრებლად, რომელიც ვერ უძლებდა ქალიშვილის გარეშე ყოფნას. მანვე აიღო თავის თავზე ნანის ქალიშვილის - ეკას აღზრდა, სანამ ნანი გასტროლებზე იყო.

მოგვიანებით წყვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ნანის დატვირთული გრაფიკი და კარიერა გახდა. მერაბი ეჭვიანობდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა...

zhurnali-sakartvelos-kali1972-c-1757592643..jpg

დაშორებიდან მალევე ნანიმ ყოფილი ქმრის დაპატიმრების ამბავი გაიგო. მერაბს რაღაც ბიზნესი წამოუწყია და საეჭვო საბუთებზე მოუწერია ხელი. 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასჯელი ესტონეთში უნდა მოეხადა. თუმცა ნანიმ გადაწყვიტა, მას დახმარებოდა და თავად ედუარდ შევარდნაძესთან მივიდა დახმარების სათხოვნელად. მისი მეშვეობით მერაბი საქართველოში გადმოიყვანეს.

მისი გათავისუფლების შემდეგ წყვილმა კიდევ სცადა ურთიერთობის აღდგენა, თუმცა პრობლემები მაინც მალე დაიწყო. ქმარი სამსახურს ვერ შოულობდა, სვამდა, ეჭვიანობაც ისევ დაიწყო. ნანი ამჯერად საბოლოოდ დაშორდა მას...

მოგვიანებით აღიარა, რომ მის ცხოვრებაში იყო ორი დიდი სიყვარული, მაგრამ პირად ბედნიერებაზე უარის თქმა მოუწია და ცხოვრება კარიერას მიუძღვნა... მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ ბედნიერია, ჰყავს საოცარი ოჯახი - შვილი ეკა მამალაძე, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ისევ ძველებურად უყვარს მსმენელს.