ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ერთ-ერთ ინტერვიუში სიყვარულსა და პირად გრძნობებზე საუბრობს. სწორედ ამ საუბრისას ახსენა თავისი პირველი სიყვარული, რომელიც მსახიობ სოფიკო ჭიაურელის ძმა აღმოჩნდა.
"გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ყველამ იცოდა ამის შესახებ. ის კი ცოლიანი იყო. ვგიჟდებოდი მასზე. შემდეგ გავთხოვდი, განვქორწინდი... ქმრის გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა" - ამბობს მომღერალი ინტერვიუში.
სოფიკო ჭიაურელს ორი ძმა ჰყავდა. ოთარ ჭიაურელი და რამაზ ჭიაურელი. რეჟისორი რამაზ ჭიაურელი 1975 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოთარ ჭიაურელიც რეჟისორი გახლდათ. ის 1966 წელს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.