სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, გაყინული ინგრედიენტის გასალღობად ორ უვნებელ მეთოდს ასახელებს:
- ერთი მეთოდია, როდესაც გაყინულ ინგრედიენტს საყინულიდან გამოვიღებთ, დავდებთ ჭურჭელში, საწურზე და შემდეგ მაცივარში მოვათავსებთ. ეს ერთ-ერთი უვნებელი მეთოდია. როდესაც გალღვება, შესაძლოა, წვენი არ ჰქონდეს, მაგრამ თუ გაყინულ ხორცს ვალღობთ, წვენი საწურის მეშვეობით დაიწურება და პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი იქნება.
მეორე მეთოდი გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გალღობაა. ეს გალღობის შედარებით უფრო სწრაფი მეთოდია.
ცივი წყლითა და ასევე, მაცივარში გალღობის მეთოდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტს პირველადი შეფუთვა არ მოვხსნათ და ისე გავალღოთ.
ოთახის ტემპერატურაზე და ასევე, ცხელი წყლის ქვეშ გაყინული პროდუქტის გალღობა აკრძალულია. ამ პროცესის დროს შესაძლოა, ბაქტერიები გამრავლდეს. გამრავლებული ბაქტერიები კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.