სიმსივნის რეციდივის გამო ქეით მიდლტონი, რომელიც 41 კგ-ს იწონის, პარიკით გამოჩნდა - ბრიტანელები კვლავ ღელავენ პრინცესას ჯანმრთელობაზე - მშობლები

სიმსივნის რეციდივის გამო ქეით მიდლტონი, რომელიც 41 კგ-ს იწონის, პარიკით გამოჩნდა - ბრიტანელები კვლავ ღელავენ პრინცესას ჯანმრთელობაზე

2025-09-05 11:24:18+04:00

43 წლის ქეით მიდლტონი, რომელმაც ცოტა ხნის წინ თმა გაიღიავა, საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა ახალი თმის ფერით და სავარაუდოდ, თმითაც. უელსის პრინცესა და მისი მეუღლე, პრინცი უილიამი, ლონდონის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ.

ქეითი ფოტოგრაფების წინაშე თეთრი პერანგით, პიჯაკით და უჩვეულოდ მოცულობითი ვარცხნილობით გამოჩნდა. ინტერნეტში უკვე დაიწყო განხილვა, ეს პრინცესას ბუნებრივი თმაა თუ პარიკი, რადგან ადრე მისი კულულები არც ისე ხშირი იყო და ის თითქმის არასდროს იცვლიდა მათ ფერს. ჭორების თანახმად, ქეითმა შესაძლოა პარიკი ატაროს კიბოს რეციდივის გამო, რომლის გამოც, სავარაუდოდ, მკვეთრად დაიკლო წონაში. 175 სმ სიმაღლის მქონე ქეითი 41 კგ-ს იწონის.

original-1-1757057570.webp

ზოგიერთები ამბობენ, რომ ქეითს უბრალოდ ვარცხნილობა ჰქონდა ასეთი, თუმცა მისი დიაგნოზის ფონზე, პარიკი ბევრად დამაჯერებელი ვერსიიაა.

original-2-1757057570.webp

ქეით მიდლტონი 14 წელია მეფე ჩარლზ III-ის ვაჟზე, პრინც უილიამზეა დაქორწინებული. წყვილი სამ შვილს ზრდის: მემკვიდრე პრინც ჯორჯს, პრინცესა შარლოტას და პრინც ლუის. გასულ წელს ქეითს მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა და გარკვეული დროით საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდა, რამაც მრავალი ჭორი გააჩინა. ამ ფონზე, პრინცესამ თავად განაცხადა, რომ მას კიბო დაუდგინეს. ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, თქვა, რომ რემისიაში იყო და მალევე დაუბრუნდა სამეფო მოვალეობებს. თუმცა ბოლო დროს ისევ მკვეთრად დაიკლო წონაში და ბრიტანელები ღელავენ, რომ კიბო დაბრუნდა.