საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოს უდიდეს საგანმანათლებლო კონკურსს – UCMAS -ის საერთაშორისო ჩემპიონატსა და მსოფლიო თასს 2025 - მშობლები

საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოს უდიდეს საგანმანათლებლო კონკურსს – UCMAS -ის საერთაშორისო ჩემპიონატსა და მსოფლიო თასს 2025

2025-09-04 15:46:57+04:00

📢 რეგისტრაცია უკვე ღიაა ქართველი მოსწავლეებისთვის!

პირველად კავკასიის რეგიონის ისტორიაში, საქართველო სიამაყით უმასპინძლებს UCMAS საერთაშორისო ჩემპიონატსა და მსოფლიო თასს 2025 – მსოფლიოში უდიდეს საგანმანათლებლო ღონისძიებას მენტალურ არითმეტიკაში.

ჩემპიონატი ჩატარდება 2025 წლის 6–7 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერისტეტში. (SEU University).

ეს გლობალური ღონისძიება თავს მოუყრის 1500-ზე მეტ ახალგაზრდა მონაწილეს 84-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის 600 მოსწავლეს საქართველოდან, რომლებიც საერთაშორისო კონკურსანტებთან ერთად წარსდგებიან.

რეგისტრაცია ღიაა – ადგილები შეზღუდულია

ყველა UCMAS-ის მოსწავლეს საქართველოში — როგორც ახალს, ასევე ძველს — აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს და წარმოადგინოს საკუთარი ქვეყანა მსოფლიო არენაზე.

👉 რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: [599 222 432] ან დარეგისტრირდით ონლაინ: [რეგისტრაციის ბმული https://shorturl.at/FBFlw]

ადგილები შეზღუდულია!

meore-poto-1757062088.png

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ქართველი ბავშვებისთვის

UCMAS საქართველოში წარმოდგენილია 2018 წლიდან და უკვე ფუნქციონირებს მრავალ ქალაქსა და სკოლაში. ათასობით ბავშვმა ისარგებლა ამ პროგრამით, რომელიც ავითარებს კონცენტრაციას, მეხსიერებას, გამძლეობას, შემოქმედებითობასა და თავდაჯერებულობას.

„ეს ისტორიული მომენტია საქართველოსთვის,“ – ამბობს საჰარ ჰარბი, UCMAS საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ფრენჩაიზის მფლობელი. – „ჩვენ გვიხარია, რომ ვუმასპინძლებთ UCMAS მსოფლიო თასს 2025 და ვაძლევთ ქართველ ბავშვებს შესაძლებლობას წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და გაბრწყინდნენ საერთაშორისო არენაზე.“

UCMAS საერთაშორისო ჩემპიონატის შესახებ

UCMAS მსოფლიო თასი ყოველწლიურად ტარდება და ითვლება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო კონკურსად. ყოველ წელს, ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოუდგენელ სისწრაფესა და მენტალურ უნარებს აჩვენებენ, რითაც შთაბეჭდილებას ახდენენ აუდიტორიაზე, პედაგოგებსა და ოფიციალურ პირებზე.

R