„მე ვარ საქართველო“ - ეს ყველასთვის ნაცნობი ამაღელვებელი სლოგანი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ეკუთვნის, ეს კი მის თემატიკაზე შექმნილი სასკოლო ნივთებია, რომელიც უკვე შეიყვარეს ბავშვებმა და მოუთმენლად ელიან, როდის შეივსება ხოლმე „ბიბლუსში“ მისი მარაგი, რომ ყველა ფეხბურთელის გამოსახულებიანი რვეული ჰქონდეთ და საკუთარი გუნდი „შექმნან“.
სკოლის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირა რჩება, თქვენს საყვარელ წიგნის მაღაზიებში კი მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე შეივსო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და სიმბოლიკის გამოსახულებიანი სასკოლო ნივთების მარაგი, იქნება ეს რვეულები, პენლები, ჩანთები თუ თერმოსები.
თითოეული ნივთის დიზაინი „ბიბლუსისა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობით შემუშავდა. კოლაბორაციის მიზანია, ბავშვებში აამაღლოს მოტივაცია და ინტერესი სპორტისა და სწავლის მიმართ, ხელი შეუწყოს პატრიოტული სულისკვეთების კიდევ უფრო გაღვივებას და აჩვენოს მათ, რა ძალა აქვს შრომასა და დისციპლინას. ამაში კი თავის წვლილს შეიტანს თემატური სასკოლო ნივთები, რომლებთანაც ყოველდღიურად ექნებათ შეხება.
„ბიბლუსის“ ქსელში საფეხბურთო ნაკრების თემატიკაზე შექმნილი აქსესუარების მარაგები უკვე შევსებულია. ოჯახებისთვის სასკოლო სამზადისის გასამარტივებლად კომპანიამ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრებში - „თბილისი მოლში“, „სითი მოლებში“, „გალერია თბილისსა“ და „ჰუალინგ პლაზაში“ მოაწყო ახალი სივრცეებიც, სადაც დაგხვდებათ ყველაფერი, რაც სასკოლოდ გჭირდებათ, რაც მთავარია, საუკეთესო ფასად.
როგორც აღნიშნული, ისე სხვა პროდუქციის შეძენისას თითქმის მთელი სექტემბრის განმავლობაში გელოდებათ ქეშბექებიც, რომელიც „ბიბლუსმა“ პარტნიორებთან ერთად შემოგთავაზათ. მოცემული აქციების განახლებებს თვალი ადევნეთ „ბიბლუსის“ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე.
ესტუმრეთ „ბიბლუსის“ ფილიალებსა და სივრცეებს დიდ სავაჭრო ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით და გახადეთ სასკოლო სამზადისი უფრო კომფორტული, სასიამოვნო და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი. „
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თემატიკაზე შექნილი სასკოლო ნივთების სანახავად მიჰყევით ბმულს.
R