ოქროს ხარისხის დასადგენად უტყუარი და ერთადერთი საშუალება, ექსპერტთან გადამოწმებაა, რომელიც დადასტურებულ დასკვნას გაძლევთ რა ხარისხის ოქროს ყიდულობთ. თუმცა ბოლო პერიოდში მომხმარებლის მხრიდან ამ ნაწილშიც ჩნდება კითხვები, ფიქრობენ, რომ ექსპერტის სანდოობა საეჭვოა და ცრუ დასკვნის დაწერა, რეალიზატორთან შეთანხმებით ხშირად ხდება, შესაბამისად მუდმივად ეძებენ სანდო ხალხურ მეთოდს, ოქროს ხარისხის დასადგენად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ტრადიციული მეთოდებით სინჯის დადგენა შეუძლებელია.