ვის დარჩება არმანის ქონება და როგორ გაიყოფენ მას მემკვიდრეები - ოჯახის წევრები, რომლებიც არმანის კომპანიებს მართავენ - მშობლები

ვის დარჩება არმანის ქონება და როგორ გაიყოფენ მას მემკვიდრეები - ოჯახის წევრები, რომლებიც არმანის კომპანიებს მართავენ

2025-09-05 15:36:16+04:00

ვის დარჩება არმანის ქონება და როგორ გაიყოფენ მას მემკვიდრეები - ოჯახის წევრები, რომლებიც არმანის კომპანიებს მართავენ

მოდის ლეგენდას, იტალიელ დიზაინერს ჯორჯო არმანის უამრავი ცნობილი ადამიანი უკანასკნელ გზაზე აცილებს. მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა ყვითელ პრესაში დაიწერა, რომ დიზაინერი კორონავირუსის გართულებებმა შეიწირა.

დიზაინერს შვილები არ ჰყავდა. მთელი ცხოვრება მან საკუთარი ბრენდის — Giorgio Armani-ის განვითარებას და მოდის იმპერიის შექმნას მიუძღვნა. მიუხედავად ამისა, მას ახლოს ჰყავდა ოჯახის წევრები: და — როზანა და ძმიშვილები რობერტა, სილვანა ანდრეა კამერანი. დღეს ისინი აქტიურად მონაწილეობენ Armani Group-ის მართვაში.

541166329-763271073077581-4279881851227078643-n-1757073652.png

არმანის მემკვიდრეობა

Forbes-ის მიხედვით, არმანის ქონება 8.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი მემკვიდრეობა მოიცავს წილებს Armani Group-ში — ერთ-ერთ უმსხვილეს ლუქს-მოდურ კომპანიაში, ასევე რამდენიმე უძრავ ქონებას. დიზაინერს ეკუთვნოდა აპარტამენტები მილანში, ბინა მილანის Armani-ის ბუტიკის გვერდით, მოდის სახლის ოფისები და „Teatro Armani“. მას ასევე ჰქონდა ექვსი რეზიდენცია ევროპაში, ამერიკაში და კარიბის ზღვის კუნძულებზე, ოფისები დუბაიში (Burj Khalifa-ში), და ბრენდები — Giorgio Armani, Emporio Armani და A|X Armani Exchange.

განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს მისი ორი იახტა. ერთ-ერთ მათგანს სახელი დედის სახელის მიხედვით ეწოდა. არმანის სიტყვებით, მას ერჩია დრო იახტაზე გაეტარებინა: „მე არ მიყვარს სხვისი სახლები და სასტუმროები. მინდა ჩემი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი გემზე გავატარო“.

პატივი და დამშვიდობება

არმანის დაკრძალვის ცერემონია მილანში, Teatro Armani-ში , 6-7 სექტემბერს გაიმართება. ცერემონია კერძო ფორმატში ჩატარდება, როგორც თავად დიზაინერი სურდა.

"ის თითქმის ბოლო დღემდე მუშაობდა და მშვიდად გარდაიცვალა ახლობლების გარემოცვაში. არმანიმ მთლიანად მიუძღვნა თავი ბრენდს, კოლექციებს და მრავალფეროვან პროექტებს,“ — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოდის დიზაინერი გავხდებოდი, - ყოფილი ექიმი, რომელსაც მოდაზე არასოდეს უფიქრია - ლეგენდარული ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა