"მოგწონვართ? რამდენს დამიწერთ?" - ჯგუფში, სადაც არასრულწლოვნები ერთმანეთს გარეგნობის მიხედვით აფასებენ და დასცინიან, სრულწლოვანი კიბერბულერებიც გამოჩნდნენ - მშობლები

"მოგწონვართ? რამდენს დამიწერთ?" - ჯგუფში, სადაც არასრულწლოვნები ერთმანეთს გარეგნობის მიხედვით აფასებენ და დასცინიან, სრულწლოვანი კიბერბულერებიც გამოჩნდნენ

2025-09-05 17:03:58+04:00

"მოგწონვართ? რამდენს დამიწერთ?" - ერთი შეხედვით ამ უწყინარი კითხვების მიღმა, კიბერ ბულინგი და ფსიქოლოგიური წნეხი დგას.

გაფრთხილება მშობლებისთვის, თუ თქვენი არასრულწლოვანი შვილი ეკრანზე გამოჩენილი ჯგუფის წევრია, გამოიჩინეთ სიფრთხილე.

ღირსებისა და პატივის ინტერნეტ სივრცეში შელახვა, ციფრული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი დანაშაულებრივი გამოწვევაა.

ჯგუფი, რომელზეც დღეს გიყვებით,7 000-მდე ფეისბუქ მომხმარებელს აერთიანებს, სადაც გაწევრიანება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. თუმცა წევრების უმრავლესობა სკოლის მოსწავლეა.

ძირითადი საკომუნიკაციო თემა, კი ბავშვების ვიზუალური მახასიათებლის გათვალისწინებით, მათი 10-ბალიანი სისტემით შეფასებაა, სადაც მეტწილად მხოლოდ ნეგატიურ და დამცინავ კომენტარებს ვკითხულობთ.

"5 წლიდან 12 წლამდე იქნებიან ბავშვები, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავენ, აგინებენ. ერთმანეთს გარეგნობის მიხედვით 10-ბალიანი სისტემით აფასებენ." - ნათქვამია სიუჟეტში.

იხილეთ ვიდეო