34 წლის ქალი სახლში მშობიარობისას გარდაიცვალა: "მისი 3 და 5 წლის შვილები შეესწრნენ ამ ამბავს" - მშობლები

34 წლის ქალი სახლში მშობიარობისას გარდაიცვალა: "მისი 3 და 5 წლის შვილები შეესწრნენ ამ ამბავს"

2025-09-06 10:34:41+04:00

34 წლის ქართველი ქალი სახლში მშობიარობისას გარდაიცვალა. შემთხვევა საბერძნეთში მოხვდა, რის შესახებაც ემიგრანტების არხის დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე წერს. ამბავს კომენტარებში უამრავი ადამიანი ეხმაურება და ტრაგედიის დეტალებზეც საუბრობენ. მათი თქმით, ქალმა სამშობიაროში წასვლა ვერ მოასწრო და სახლში იმშობიარა. შინ მისი ორი, 3 და 5 წლის შვილებიც იყვნენ.

" ორი პატარა ბავშვი 5 წლისა და 3 წლის შეესწროო ამ ტრაგედიას. ჭიპლარიც თვითონ გადაუნასკვია დედას. შემდეგ ამდგარა წასულა სააბაზანოსკენ რომ ბავშვი დაებანა. იქ დაცემულა სისხლისგან დაიცალაო და ორივე გარდაიცვალაო(ბავშვი შეიძლება დაცემისგანო).ის ორი ბავშვიც ასე გაჩენილი ჰყოლია სახლში ,მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა საცოდავს." - წერს შოთო სიხარულიძე.

საბერძნეთში მცხოვრები მოქალაქეები კი წერენ, რომ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ექიმთან დაკავშირება ვერ მოასწრო.

ამ უმძიმეს შემთხვევას ბერძნული მედია ეხმაურება. მათი თქმით, ქალს ექიმების ფობია ჰქონდა და უფროსი შვილებიც ამის გამო შინ ჰყავდა გაჩენილი. არ იმყოფებოდა სამედიცინო აღრიცხვაზე და არც მის ორსულობას ადევნებდა ექიმი თვალს. საწყისი შეფასებით, სიკვდილი სისხლდენისგან იყო გამოწვეული. ცხედრები სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ აღმოაჩინა.

შემთხვევა ათენში პტისიას რაიონში მოხდა.