ცნობილების პირველკლასელი შვილები. სწავლის პირველი დღის ფოტოკოლაჟი - "შაის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა..." - მშობლები

ცნობილების პირველკლასელი შვილები. სწავლის პირველი დღის ფოტოკოლაჟი - "შაის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა..."

2025-09-06 13:55:52+04:00

თბილისში სკოლების ნაწილმა სწავლა განაახლა. ეს დღე მშობლებისთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ მშობლებისთვის, ვისი შვილიც ახლა იწყებს სასკოლო ცხოვრებას. სიხარულით აზიარებენ სოციალურ ქსელში შვილების ფოტოებს.

პირველი დღე ჰქონდა სკოლაში ბუდუ ზივზივაძის და ნინი კვერნაძის შვილს, შაი ზივზივაძეს. "პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა”, - დაწერა ნინი კვერნაძემ სოციალურ ქსელში.

07beeba4-7682-4437-aae0-b96325610c42-1757153229.jpg

69ad9567-848d-46a8-9e30-60674b9912f1-1757153230.jpg

ასევე, სკოლაში პირველად წავიდა ინფლუენსერი წყვილის, სალი წვერავას და გიორგი ჯობავას შვილი სებე, მისი და მია კი უკვე მეხუთეკლესელია. სალიმ სოციალურ ქსელში გამომწერებს შვილების ფოტოები გაუზიარა და ამ დღეს ემოციური პოსტი მიუძღვნა.

9af1b06d-802c-43e6-bb50-55ece19ce394-1757153358.jpg

"ყველას გუშინდელი დღესავით რომ გვახსოვს სებეს დაბადება, უკვე პირველკლასელია. მია კი დიდი გოგოა, მე-5 კლასში გადავიდა. ვიცი, რომ სწავლის დაწყება ყველა მოზარდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, თითოეული ახალი დღე მათთვის გამოწვევაა, თითოეული გაკვეთილი გამოცდილება და თითოეული წარმატება ჩვენი ყველას ბედნიერება. მინდა, რომ ეს წელი სავსე იყოს წინსვლით, სიკეთით, შემეცნებით, ზრდით, კეთილი ადამიანებით და დაუვიწყარი მოგონებებით”, - წერს სალი წვერავა.

1484e41a-9471-4efb-9dee-c49510d47bea-1757153358.jpg

უკვე პირველკლასელია ნათია ცისკარიძის და ირაკლი სტურუას (იკანათიას) უფროსი გოგონა, ნიცა.

„დღეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა - ნიცა უკვე სკოლის მოსწავლეა. ვერც კი ვიჯერებ, როგორ მალე გავიდა დრო... თითქოს გუშინ იყო, დედა „ნუ კილიხარო“ რომ მეძახდა და ახლა უკვე თავის დიდ გზას იწყებს. როგორც დედა, მთელი გულით მინდა, რომ მის ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები სწორი მიმმართულებით გადაიდგას. სკოლა არის ახალი თავგადასავალი, ახალი მეგობრები, ახალი ცოდნა ახალი სამყარო. ნიცას ვუსურვ, რომ ყოველი დღე სიხარულითა და ინტერესით დაიყოს, არასდროს დაკარგოს სიახლის აღმოჩენის სურვილი და მუდამ ირწმუნოს საკუთარი ძალის. მინდა, რომ იცოდეს - გზა ყოველთვის არ იქნება მარტო, მაგრამ შრომით, სიყვარულით და რწმენით, შეუძლებელი არაფერია. და არა მხოლოდ ნიცას - ყველა პატარა მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებას, ბედნიერებას და იმ გზას, რომელიც მათი ოცნებებისკენ მიანათებს. ჩვენ, მშობლები, მუდამ შენს გვერდით ვიქნებით, შენი ყველა დიდი გულშემატკივრები, შენი სიყვარული და შენი ყველაზე ძლიერი საყრდენი”, - წერს ნათია.

nica-ukve-skolis-moscavlea-1757153359.jpgdges-chveni-c-1757153358.jpgnica-ukve-skolis-moscavlea5-1757153359.jpg

სკოლაში შევიდა წელს ქეთა თოფურიას შუათანა შვილი ადამიც. ქეთას მიერ გამოქვეყნებულ სახალისო ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვებზე მეტად დედას უხარია სწავლის დაწყება.

ქეთა თოფურიას შვილებს სკოლაში წასვლა არ უხარიათ: სამაგიეროდ, მე მიხარია - მომღერლის საპირველსექტემბრო ვიდეო

ასევე შევა წელს სკოლაში მიხეილ სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი ალისა. სააკაშვილი წერს:

"დღეს 1 სექტემბერია. ადრე ამ დროს სკოლაში მივდიოდით და ეს იყო ხოლმე დიდი ზეიმი.
დღეს სამ მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი წავა სკოლაში, ასევე წელს ალისა მიდის პირველად სკოლაში!"
shai1-1757153932.png