ჰოლივუდის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავის და ნიჭიერი მსახიობის, გვინეტ პელტროუს დღევანდელი ცხოვრება ბევრს აოცებს. 20 წელზე მეტია, ცხოვრების წესი შეიცვალა და ამბობს, რომ დედობამ და ახალმა გატაცებებმა გაცილებით მეტი ბედნიერება მოუტანა.
ჯერ კიდევ უფროსი ქალიშვილის, ეფლის დაბადების შემდეგ შეიცვალა მსოფლმხედველობა. მეტად დაფიქრდა ეკოლოგიაზე, ჯანსაღ საკვებზე, ჯანმრთელობაზე. ნელ-ნელა სულ უფრო მეტ დროს ატარებდა ბაღში, მოჰყავდა ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული, თავადვე ამზადებდა. დღეს ეს უკვე მისი ცხოვრების წესია და საკუთარი კულინარიული შოუც აქვს და უკვე ყველა იცნობს, როგორც წარმატებულ მებაღეს და კულინარს. კინოში კი სულ უფრო იშვიათად ჩნდება. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ წელს გამოვა ფილმი მისი მონაწილეობით. მისი ორივე შვილი უკვე კოლეჯის სტუდენტია და გვინეტს სულ უფრო მეტი დრო რჩება საკუთარი თავისთვის. ის და მისი მეორე მეუღლე - ბრედ ფალჩუკი ერთად ცხოვრებით დ მეურნეობის გაძღოლით ტკბებიან.
Vogue-თან ინტერვიუში გვინეტმა აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია ახალი ცხოვრებით. ბაღში მრავლად აქვს სალათები, პომიდორი, კიტრი და სხვა ბოსტნეული.
Instagram-ზეც პოპულარული მისი “boyfriend breakfast” ტრადიციაა – შაბათის საუზმეები, რომლებსაც ქმარს უმზადებს.
პელტროუმ შვილებიც ჯანსაღ პროდუქტებზე გაზარდა და თავადაც წლებია, მკაცრ პალეო-დიეტაზეა. ასევე ვარჯიშობს, მეიტირებს. ამბობენ, რომ მის მკაცრ წესებს და შეხედულებებს ვერ გაუძლო მისმა ქმარმა და მისი შვილების მამამ, ცნობილმა მუსიკოსმა კრის მარტინმა და ამიტომ დაშორდა. თუმცა ისინი დღემდე მეგობრობენ და შვილების მნიშვნელოვან მოვლენებსაც ერთად ესწრებიან.