მომღერალ თაკო კაკალაშვილის და გიგა სამადალაშვილის 9-წლიანი სიყვარულის ისტორია ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი შუაგულში გადაიხადა, სადაც ნეფე-პატარძალი შთამბეჭდავად - ვერტმფრენით დაფრინდა. სხვათა შორის, თაკოს რჩეული ავიაციაში ფრენის უსაფრთხოების მენეჯერია. გიგამ თაკოს 5 აპრილს სთხოვა ხელი.
- ძალიან მოულოდნელი იყო ხელის თხოვნა და ეს ვიდეოშიც ჩანს. ზოგადად, ისეთი ტიპი ვარ, ყველაფერს წინასწარ, ინტუიციით ვხვდები, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩემმა ინტუიციამ მიმტყუნა. გამოგიტყდებით და, თან, მინდოდა მოულოდნელი ყოფილიყო ეს ამბავი, თან – ისეთი, როგორიც მე მინდოდა და წარმომედგინა... თუმცა, ვაღაირებ, არანაირი წინასწარ ცოდნა და ყველაზე მაღალი ეფექტი მოულოდნელობას ჰქონია. ამიტომ, გოგონებო, არ ჩაერიოთ საყვარელი ადამიანის ხელის თხოვნის დაგეგმვაში. მე ეს წუთები და წამები არასდროს დამავიწყდება. მოკლედ, გიგას ძალიან ბევრ მინიშნებებსაც ვაძლევდი, ვაზიარებდი ფოტოებს, როგორ წარმომედგინა ხელის თხოვნა. გადაწყვეტილი კი გვქონდა ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა ბედი, მაგრამ გიგა თუ ასე მალე გეგმავდა ამ ყველაფერს, ეს არ ვიცოდი და ვერც წარმომედგინა... ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩვენ ძალიან სასაცილო სიყვარულის ისტორია გვაკავშირებს. ერთმანეთი სკოლის ბოლო კლასში გავიცანით, აბიტურიენტები რომ ვიყავით. მათემატიკაში ერთად ვემზადებოდით. მე ძალიან აქტიური და ენერგიული ვარ და ყველას ვაწუხებდი, გიგა მშვიდად იჯდა და მასთან გადამსვეს, რომ არ მელაპარაკა. იმდენი ვქენი, გიგა ავალაპარაკე, მალევე სიყვარულიც ამიხსნა და უნარებში ლამის ჩავიჭერით. 9 წელია, ერთმანეთი გვიყვარს, თუმცა, დიდი პაუზაც გვქონდა... - ამბობდა მოგვიანებით თაკო ინტერვიუში.
ქორწილს არაერთი ცნობილი სტუმარი დაესწრო. ქორწილამდე მიცემულ ინტერვიუში თაკომ აღნიანა, რომ მისი ქორწილი ნამდვილი მუსიკის ზეიმი იქნებოდა და ასეც მოხდა. დიდი ოვაციები გამოიწვია მამასთან შესრულებულმა სიმღერამ. ემოციური იყო წყვილის ცეკვაც.