მას ყველაზე ეგოისტ ქალს ეძახიან მსოფლიოში, რომელმაც 3 მამაკაცთან ურთიერთობით 100 მლნ დოლარზე მეტი მოაგროვა - მეგან მარკლის უცნობი ამბები - მშობლები

მას ყველაზე ეგოისტ ქალს ეძახიან მსოფლიოში, რომელმაც 3 მამაკაცთან ურთიერთობით 100 მლნ დოლარზე მეტი მოაგროვა - მეგან მარკლის უცნობი ამბები

2025-09-07 13:20:25+04:00

მეგან მარკლი ხშირად მოიხსენიება, როგორც მსოფლიოს ყველაზე ანგარებიანი და ამბიციური ქალი. მისი პირადი ცხოვრების თითოეულმა ეტაპმა მას არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობები, არამედ დიდძალი ქონებაც მოუტანა.

მისი პირველი გახმაურებული ურთიერთობა ჰოლივუდის პროდიუსერ ტრევორ ენგელსონთან 2004 წელს დაიწყო და 2011-ში დაქორწინებით გაფორმდა. ქორწინებამ მეგანს პირველივე ეტაპზე სოლიდური მატერიალური სარგებელი მოუტანა. მარტო ნიშნობის ბეჭედი 300 ათას დოლარზე მეტი ღირდა, ხოლო ქორწინების პერიოდში მას ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ფუფუნების ატრიბუტები ერგო - სამკაულები, ძვირფასი სამოსი, მოგზაურობები. თუმცა, განქორწინებამ, რომელიც ორ წელიწადში შედგა, კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოუტანა: მეგანმა თან გაიყოლა ლოს-ანჯელესში მდებარე 10 მილიონ დოლარად შეფასებული ბინა. ქორწინების ბეჭედი კი ფოსტით დაუბრუნა უკან.

intro-1748601473-1757237084.jpg

ტრევორთან დაშორების შემდეგ, 2014 წელს, მეგანმა ტორონტოში სერიალის გადაღებებზე ყოფნისას ცნობილ კანადელ მზარეულთან, კორი ვიტიელოსთან გააბა რომანი. ეს ურთიერთობაც არ ყოფილა უბრალო. ვიტიელოსთან ერთად მეგანს თან ახლდა ძვირადღირებული კაბები, მაღალი კლასის მოგზაურობები და მუდმივი ფუფუნება, რომლის საერთო ღირებულებაც ნახევარ მილიონ დოლარს აღემატებოდა. თუმცა, 2016-ში მათი ურთიერთობა დასრულდა.

c2a67ee859d7aa6f95acf4218ba0e9d8-1757237109.jpg

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მეგანის ცხოვრებაში მოხდა მაშინ, როცა მან პრინცი ჰარი გაიცნო. როგორც თავად ჰარი იხსენებს, პირველად მეგანის ფოტო Instagram-ზე ნახა საერთო მეგობრის გვერდზე და მაშინვე დაინტერესდა. იმავე მეგობარმა აჩვენა ფოტოები მეგანსაც და მოაწყო ბრმა პაემანი ლონდონში. ჰარის და მეგანის ქიმია იმ საღამოსვე დამყარდა. მალევე ჰარიმ მეგანი ბოტსვანაში მიიწვია, სადაც რამდენიმე დღე ბუნებაში, კამერებისა და უცხო თვალებისგან მოშორებით ერთად გაატარეს. სწორედ აქედან დაიწყო ურთიერთობა, რომელმაც საბოლოოდ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია ისინი.

2018 წლის 19 მაისს, მეგანი და ჰარი უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის ტაძარში დაქორწინდნენ. ქორწინებამ მეგანს არა მხოლოდ ტიტული — სასექსის ჰერცოგინია — მოუტანა, არამედ სამეფო ოჯახის სიმდიდრისკენაც გაუხსნა გზა. თუმცა, სამეფო ოჯახში სიმდიდრე პირადი საკუთრება არ არის — ყველაფერი პროტოკოლით რეგულირდება. ამიტომორი წლის შემდეგ წყვილმა გადაწყვეტილება მიიღო, დაეტოვებინათ სამეფო ვალდებულებები და დამოუკიდებლად ეცხოვრათ. სწორედ ეს ნაბიჯი აღმოჩნდა ფინანსურად ყველაზე მომგებიანი.

სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ მეგანმა და ჰარიმ ხელშეკრულებები გააფორმეს Netflix-თან და Spotify-თან, რომელთა საერთო ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღემატებოდა. ამ კონტრაქტებმა მათ ფინანსური დამოუკიდებლობა მოუტანა, რომელსაც დღესაც ინარჩუნებენ.

markli-1757237451.jpg

რატომ გაცვალეს უზრუნველი და პროვილეგირებული სამეფო ცხოვრება ამერიკულ თავგადასავალზე? - ეს კითხვა ხშირად ჩნდება საზოგადოებაში და მას რამდენიმე მიზეზი აქვს:

მედიის ზეწოლა და სკანდალები

მეგანი სამეფო ოჯახში შესვლისთანავე მუდმივი სამიზნე გახდა ბრიტანული ტაბლოიდებისთვის. პრესა მას ხშირად უსამართლოდ ადარებდა კეტრინ მიდლტონს და მუდმივად აქვეყნებდა კრიტიკულ სტატიებს. ეს დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო, რასაც ემატებოდა რასისტული და სექსისტური კომენტარები. ჰარი ღიად ამბობდა, რომ ასეთი სიტუაცია მას მამისა და დედის — პრინცესა დიანას ტრაგიკული ბედის — გამეორებას ახსენებდა.

„ახალი ცხოვრება“ თავისუფლებისთვის

ჰარის თქმით, გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად წამოსვლის შესახებ გამოწვეული იყო სურვილით, რომ თავადვე გაკონტროლებდნენ საკუთარ ცხოვრებას და არ ყოფილიყვნენ „სამეფო პროტოკოლით შებოჭილნი“. სამეფო ოჯახის წევრს უზარმაზარი სიმდიდრე აქვს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ითანამშრომლონ კომპანიებთან, ხელი მოაწერონ კონტრაქტებს ან საჯაროდ იმუშაონ საკუთარ ბრენდზე.

ფინანსური გათვლა

ჰარიმ და მეგანმა კარგად იცოდნენ, რომ თუ სამეფო მოვალეობებს დატოვებდნენ, შეეძლებოდათ საკუთარი სახელით დამოუკიდებელი ბიზნესის შექმნა. ეს გათვლა გამართლდა: Netflix-თან და Spotify-თან გაფორმებული კონტრაქტები 120 მილიონ დოლარზე მეტია, რაც მათ ფინანსურად სრულიად დამოუკიდებელი გახადა. რეალურად, სამეფო ოჯახის შიგნით ისინი ვერასოდეს მიიღებდნენ ასეთ „პირად შემოსავალს“ — იქ ქონება არ არის ინდივიდუალური, არამედ სამეფო ფონდებისა და ინსტიტუტების მეშვეობით ნაწილდება.

პირადი უსაფრთხოება და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ინტერვიუებში მეგანი ღიად ამბობდა, რომ სამეფო ცხოვრებამ დეპრესიის ზღვრამდე მიიყვანა და თვითმკვლელობის ფიქრებიც ჰქონდა. ამიტომ წამოსვლა მისთვის გადარჩენის გზად იქცა. ჰარიც ამბობდა, რომ „ოჯახის გადასარჩენად“ სჭირდებოდა ეს ნაბიჯი.