ადამიანის ფსიქოლოგიური პროფილის ამოცნობა ახლა უფრო მარტივია - ქართული ტექნოლოგიის მიღწევები - მშობლები

ადამიანის ფსიქოლოგიური პროფილის ამოცნობა ახლა უფრო მარტივია - ქართული ტექნოლოგიის მიღწევები

2025-09-08 11:09:31+04:00

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის გონებას ხმით კითხულობს და შემდეგ შიფრავს. მეთოდი წარმოადგენს ხმოვან ტალღაზე დაფუძნებულ ანალიტიკურ სისტემას, რომელიც ადამიანის მიერ საუბრისას წარმოქმნილ ინტონაციას, პაუზებს, რიტმს, ენერგიას და სხვა პარამეტრებს დეტალურად აანალიზებს და ამ მონაცემების საფუძველზე, მაღალი სიზუსტით და უმოკლეს დროში ადგენს ადამიანის ფუნქციურ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას. ისევე როგორც თითოეულ ადამიანს გააჩნია უნიკალური გენეტიკური კოდი, რომელიც განსაზღვრავს მის ფიზიკურ მახასიათებლებს, BTU-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე Humanos სისტემა ავლენს ადამიანის უნიკალურ ფსიქოლოგიურ კოდს — Humanos ინდექსს. ეს კოდი ასახავს ინდივიდის ემოციურ რეაქციებს, კომუნიკაციის ფორმას, ქცევის ლოგიკას, ფიქრის სტილს და იმ შინაგან ოპერაციულ პროგრამას, რომლის მიხედვითაც ადამიანი მოქმედებს.

HumanOS — ახალი თაობის ტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანის 5 განზომილებიან ხმოვან მონაცემებზე დაყრდნობით, ინტონაციის, საუბრის ტემპის, რიტმისა და ემოციური ტალღების ანალიზის მეშვეობით, ქმნის ადამიანის ფსიქო კოდს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ საუბრის ჩანაწერის საფუძველზე, სპეციალურად შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი ამოიცნობს ტალღურ კოდებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ფსიქოლოგიურ სტრუქტურასთან, და ახდენს მათ ინტერპრეტაციას იმ სიზუსტითა და სიღრმით, რაც აქამდე ვერც ერთმა სისტემამ ვერ შეძლო. ინოვაციური პროდუქტი შეიქმნა BTUAI-ის პლატფორმაზე, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგიის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტთა კომპეტენციას. კვლევის პირველ ეტაპზე გაანალიზდა 500 ინდივიდუალური ქეისი და ხმოვანი ჩანაწერი. მეორე ეტაპზე ჩართულია 1200 რესპონდენტი, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა მასშტაბის ზრდას და შედარებით ანალიზს. HumanOS-ის შესახებ სამეცნიერო პუბლიკაციები უკვე განთავსებულია ევროპის წამყვან რეპოზიტორ ბაზებში. ფსიქო-კოდი — იგივე ადამიანის ტალღური კოდი — იშიფრება როგორც ინფორმაციულ-ენერგეტიკული სიგნალების სტრუქტურა. თუ გენეტიკური კოდი გვაწვდის ინფორმაციას ბიოლოგიურ სტრუქტურაზე და უჯრედის ფუნქციებზე, ფსიქო-კოდი გვაძლევს ინფორმაციას ცნობიერების, ქცევისა და რეაგირების მექანიზმებზე. BTU-ს მიერ შემუშავებული HumaoOS სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს სწრაფად და ზუსტად დავინახოთ თუ რატომ იქცევა ადამიანი ისე, როგორც იქცევა, რა დგას მის არჩევანსა და ემოციურ რეაქციებს მიღმა, როგორ შეიძლება განვითარდეს ისე, რომ სრულად გამოიყენოს საკუთარი შინაგანი რესურსი და ა.შ.

HumanOS და ფსიქო-კოდის თეორია ახალი ეტაპია ფსიქოლოგიის სფეროში. ეს არის ინოვაციური მეთოდი, რომელსაც შეუძლია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფსიქოთერაპიაში, ორგანიზაციულ მართვაში და ა.შ. თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ადამიანის ქცევის შესწავლა და ანალიზი.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს შემდეგს: ადამიანს უჩნდება შესაძლებლობა ტექნოლოგიების გამოყენებით, მოკლე დროში, უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი, და გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია პიროვნული ზრდისთვის და პროფესიული განვითარებისთვის.

R