როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 15 სექტემბერს, სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 15 სექტემბერს, სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2025-09-08 11:29:21+04:00

15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი იწყება. ამ დღეს ბევრი ბავშვი და მშობელი განსაკუთრებით ელოდება და ცდილობენ, სხვადასხვა საკითხი წინასწარ გაითვალისწინონ. მათ შორის, ამინდის პროგნოზია, რადგანაც ბევრ სკოლასა და ბაღში მოსწავლეები ზეიმს მართავენ და ახალი სასწავლო წლის დაწყებას აღნიშნავენ.

როგორი ამინდი იქნება 15 სექტემბერს საქართველოში - შეკითხვით გარემოს ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ:

"15 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში შესაძლოა, მცირე, ხანმოკლე ხასიათის წვიმა აღინიშნოს.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +25, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში +25, +27 გრადუსის ფარგლებში, თბილისში კი +25, +26 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი." - გვიხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ.

თამარ იაკობაშვილი