საერთაშორისო გამოცდილება ფეხბურთელებისთვის - “კოკა-კოლა” მილანის ახალგაზრდული საფეხბურთო ბანაკის მხარდამჭერია - მშობლები

საერთაშორისო გამოცდილება ფეხბურთელებისთვის - “კოკა-კოლა” მილანის ახალგაზრდული საფეხბურთო ბანაკის მხარდამჭერია

2025-09-08 13:23:33+04:00

ღონისძიების დასაწყისი: 09:00 საათი / 8 სექტემბერი, 2025

მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის პლატო 4 მ/რ, ალექსანდრე ბანძელაძის ქ. 15,

ფეხბურთის ცენტრი ნუცუბიძის პლატოზე

თბილისი, საქართველო - 8-14 სექტემბრს საქართველო „მილანის ახალგაზრდულ საფეხბურთო ბანაკს” (AC Milan Football Camp Georgia) პირველად უმასპინძლებს. პროექტის თანაორგანიზატორი იტალიის საელჩოა და ღონისძიება იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში ტარდება. კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კი ბანაკის პარტნიორია. ახალგაზრდულ კემპს მილანის საფეხბურთო ბანაკის დამფუძნებლები გიორგი ფოფხაძე, ლორენცო ჩიპრიანი, გურამ კაჭახიძე და მალხაზმუსერიძე, ასევე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონო და თბილისის მერი და იტალიის საფეხბურთო კლუბ “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე გახსნიან.

“კოკა-კოლა” ამ პროექტის მხარდჭერით, ახალგაზრდა ფეხბურთელებს პროფესიონალიზმის ამაღლებაში ეხმარება და მათთვის საერთაშორისო საფეხბურთო გამოცდილების შეძენას უწყობს ხელს. როგორც გლობალურად, ასევე საქართველოს მასშტაბით, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მისია - ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და ფეხბურთის განვითარებაა. “კოკა-კოლა ბოთლრეს ჯორჯიას” მიზანია მომავალ თაობას შეუქმნას ისეთი გარემო, სადაც სპორტის საშუალებით შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებას.

542395967-682287757532958-7900284344758325087-n-1757323471.jpg

ახალგაზრდული საფეხბურთო ბანაკის პროგრამა 7 დღიანია. ის აერთიანებს ვარჯიშს, ფეხბურთელების განვითარებასა და საკემპო გამოცდილებას. ინტენსიური ვარჯიში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბ „მილანის” მეთოდოლოგიით წარიმართება. მასში ჩართულები იქნებიან იტალიური კლუბის პროფესიონალი მწვრთნელები და ადგილობრივი სპეციალისტები.

542830339-1506312587046152-2224632728744683203-n-1757323490.jpg

პროექტში 250-დან 300-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. ბანაკში ჩართვა თანაბრად შეუძლიათ 6-დან 14 წლის ჩათვლით, როგორც ბიჭ და ასევე გოგო სპორტსმენებს. კემპის მონაწილეებს ინტენსიური ვარჯიშის გარდა, ტაქტიკური და ტექნიკური ტრენინგები და პრაქტიკული ვორქშოფები ელოდებათ. პროგრამის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს „მილანის საფეხბურთო ბანაკის“ ოფიციალური სერთიფიკატი გადაეცემა. ეს სერთიფიკატი კი მონაწილეების საერთაშორისო საფეხბურთო სტანდარტების გამოცდილებას დაადასტურებს.

541587476-1295216505647372-8704293123995096616-n-1757323501.jpg

“კოკა-კოლა” ამ პროექტში ჩართულობით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თავის ერთგულებას სპორტის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართ. რადგან ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც აერთიანებს ყველას, სძენს თავდაჯერებულობას და მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების ჩვევებს აყალიბებს. კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” მომავალშიც გააგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს, როგორც ფეხბურთის პოპულარიზაციას, ისე ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

R