Back to School - ახალი საშემოდგომო კოლექცია Carter’s-ის მაღაზიათა ქსელშია - მშობლები

Back to School - ახალი საშემოდგომო კოლექცია Carter’s-ის მაღაზიათა ქსელშია

2025-09-08 14:12:06+04:00

Carter’s-ის ფილიალებში უკვე საშემოდგომო კოლექცია გელოდებათ. ახალ კოლექციაში მრავლად დაგხვდებათ ტანსაცმელი, რომელიც იდეალურია Back to School სტილისთვის. მათ შორისაა: მოსახერხებელი ჰუდები და მაისურები, რბილი ჯინსები და ნაჭრის შარვლები, კომფორტული კაბები.

აღსანიშნავია, რომ Back to School კოლექცია განსაკუთრებული კომფორტითა და ხარისხით გამოირჩევა. ის შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლის დღეები მხიარულად და კომფორტულად გაატარონ. სკოლა ის ადგილი არ არის, სადაც ბავშვები მხოლოდ სწავლისთვის დადიან. აქ პატარები თამაშობენ, ერთობიან, ახალ უნარებს ითვისებენ და მნიშვნელოვან გამოცდილებას იღებენ. სწორედ ამიტომ, ტანსაცმელი, რომელსაც სკოლაში ატარებენ, მათთვის სასურველი და კომფორტული უნდა იყოს.

Carter’s, რომელიც ბავშვთა ტანსაცმლის #1 ბრენდია, წლებია, მშობლების ნდობას იმსახურებს თავისი ხარისხით, უსაფრთხოებითა და კომფორტით. 2025 წლის Back to School კოლექცია აგრძელებს ამ ტრადიციას და სთავაზობს მშობლებსა და ბავშვებს სტილს, რომელიც იდეალურია სკოლის დღეებისთვის. ტანსაცმელი შექმნილია მთელი დღის აქტივობებისთვის, გაკვეთილებით დაწყებული, სათამაშო მოედნით დასრულებული. მისი უპირატესობებია:

კომფორტი მთელი დღის განმავლობაში - ტანსაცმელი შექმნილია ისე, რომ ბავშვები თავს თავისუფლად გრძნობდეს როგორც საკლასო ოთახში, ისე სათამაშო მოედანსა თუ სხვადასხვა კლუბურ აქტივობაზე.

გამძლე და ხარისხიანი მასალები - ახალ კოლექციაში ტრადიციულად გამოყენებულია ნატურალური და გამძლე, ბამბის ქსოვილები. ეს უზრუნველყოფს, რომ ტანსაცმელი უძლებს დატვირთვას დღის განმავლობაში და ხშირ რეცხვას. Carter’s ტანსაცმელი მარტივად არ ხუნდება და ცვდება მრავალი გარეცხვისა და ხანგრძლივი ხმარების შემდეგაც.

სტილი და მოდურობა - ბავშვები საკუთარ სტილსა და ჩაცმულობას იმაზე მეტ ყურადღება აქცევენ, ვიდრე ეს მშობლებს წარმოუდგენიათ. ახალ კოლექციაში წარმოდგენილია ნეიტრალური ტონები, რომლებიც მიმდინარე სეზონზე მეტად აქტუალურია. აღნიშნული ფერები ასევე საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა ტანსაცმელი მარტივად შეუთავსოთ ერთმანეთს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1865 წელს დაარსებული 𝐂𝐚𝐫𝐭𝐞𝐫’𝐬 დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი ბრენდია ბავშვთა ტანსაცმლის ინდუსტრიაში. ის ცნობილია მაღალი ხარისხის ქსოვილებით, კომფორტულობით როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის, ფერადი და მხიარული პრინტებით. ბრენდი განსაკუთრებულ აქცენტს ხარისხისა და ფასის იდეალურ კომბინაციაზე აკეთებს, რაც მისი მთავარი ნიშაა.

ბრენდი უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ბაზარზეც დამკვიდრდა და ადგილობრივ მომხმარებლებს სთავაზობს იმავე ხარისხს, რაც ამერიკაში მას ლიდერის პოზიციაზე აყენებს. ამ დროისთვის, 𝐂𝐚𝐫𝐭𝐞𝐫’𝐬 საქართველოში 8 ფილიალითაა წარმოდგენილი:

  • გალერეა თბილისი - 2/4 შ. რუსთაველის გამზირი
  • სითი მოლი საბურთალო - ვ. ფშაველას გამზირი N70
  • სითი მოლი გლდანი - ი. ვეკუას ქ. N1
  • ვაკის პარკი - მიშველაძის N5
  • გლდანი მოლი - მეტრო ახმეტელის მოპირდაპირედ
  • თბილისი მოლი - აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ
  • ისთ ფოინთი - ა. თვალჭრელიძის ქ N2
  • ბათუმი - გრანდ მოლი

541170590-659264263878864-310398693703607628-n-1757326434.png

განახლებული კოლექციის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.

R