1996 წლის 13 სექტემბერს იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეპერი, თუფაქ შაკური,საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. 30 წლის განმავლობაში მკვლელობა გაუხსნელი რჩებოდა - საიდუმლოებებითა და ჭორებით იყო მოცული. თუმცა მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ მუსიკოსის მკვლელობის შემკვეთი სკანდალური რეპერი პი დიდი იყო - ყოველთვის ამბობდნენ, რომ ის კონკურენტებს დაუნდობლად ექცეოდა.
ახლა კი, ტრაგედიიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქის სავარაუდო მკვლელმა დაადასტურა სიმართლე. რეპერმა და პროდიუსერმა შონ კომბსმა - იმავე პი დიდიმ თუფაქ შაკურის და Death Row Records ლეიბლის დამფუძნებლის, შუგა ნაითის მკვლელობა შეუკვეთა. გამოძიების დეტალები USA Today-მ გამოაქვეყნა. Crips-ის ბანდის ყოფილმა წევრმა დუეინ დევისმა (კეფ დიმ) ერთ-ერთი დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ თუფაქის მოკვლა გარკვეული მიზეზის გამო გადაწყვიტა - პი დიდიმ დანაშაულისთვის ჯილდო დანიშნა - 1 მილიონი დოლარი. თავად დევისს შაკურის მკვლელობაში ბრალი მხოლოდ 2023 წელს წაუყენეს. სწორედ მაშინ გამოაცხადეს მისმა ადვოკატებმა პირველად კომბსის მონაწილეობა დანაშაულში. გარდა ამისა, პი დიდიმ ერთხელ თავად დაიკვეხნა მკვლელობის შეკვეთით და რომ იმ „კადილაკის“ ქირის საფასურიც კი გადაიხადა, საიდანაც შაკური და ნაითი დაცხრილეს.