არსებობს ისეთი სურვილები, რომლებსაც სამყაროს სიხარულით ვუზიარებთ და გვჯერა, რომ აგვისრულდება. მათი ნაწილი მართლაც ახდება, ნაწილი კი საერთოდ არ გვისრულდება ან სხვაგვარად ხდება. ფსიქოლოგებმა გააანალიზეს მიზეზები, თუ რატომ არ სრულდება ზოგიერთი სურვილი:
თუ არასრულფასოვნების კომპლექსით ან დაჩაგრული ადამიანის სინდრომით იტანჯებით, ვერ შეძლებთ, თქვენი წარსული გამოცდილება გონივრულად, ლოგიკურად შეაფასოთ და სასიკეთოდ გამოიყენოთ. ვერც რეალიზებულად იგრძნობთ თავს და ვერ ბევრი სურვილის ახდენას მოახერხებთ. უმჯობესია, საკუთარი თავის გაუმჯობესებით დაიწყოთ, მიიღოთ გამოწვევები, გადააქციოთ გამოცდილებად და ბევრად თავდაჯერებულად განაგრძოთ ცხოვრება. თუ სამყაროსგან რაღაცის თხოვნას მსხვერპლის პოზიციიდან დაიწყებთ, ის "მათხოვრად" აღგიქვამთ.
შესაძლოა, ხშირად ამბობთ: "სამყაროვ, გთხოვ, ბევრი ფული, კარგი ურთიერთობები მომეცი!" და ვერაფერსაც ვერ იღებთ. ეს ყველაფერი ერთი მარტივი მიზეზის გამო ხდება. თქვენი სურვილები სრულიად გაუცნობიერებელია. თუ საკუთარ თავზე არ გიმუშავიათ, სამყაროს კანონების თანახმად, ის თქვენი პიროვნების მასშტაბის შესაძლებლობებს მოგაწვდით.
შედეგად, სასურველი შემოსავლის, სიყვარულისა და ოცნების სამსახურის ნაცვლად, ნეგატივი და დესტრუქციულობა დაიწყებს გამრავლებას. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე იმუშაოთ და დაამტკიცოთ, რომ ის, რასაც ითხოვთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია.
თუ სხვა ადამიანებს სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებთ, პირიქით, სამყაროს დადებით ემოციებს უზიარებთ. როგორც ამბობენ, სამყაროში ენერგიის შენახვის კანონი არსებობს. ამიტომ, თუ ნეგატიურ სურვილებს, ბოროტ ზრახვებს გამოხატავთ, არა თუ ახდება, არამედ თავადვე დაგაზიანებთ. ასევე, ყურადღებით იყავით იმ სურვილებთან, თუნდაც დადებითთან, რომლებსაც სხვებს უსურვებთ. უნდა იცოდეთ, თავად კონკრეტული სურვილის ასრულება სურთ - თუ არა. შესაძლოა, მათ ცხოვრებაში უნებურად ის განზრახვა მიიზიდოთ, რაც თქვენ კარგად გეჩვენებათ, მაგრამ თავად არ სურთ.
თუ თქვენი სურვილი ფარულს შურს ატარებს და სამყაროს "ავალდებულებთ" თქვენც აგისრულოთ ის ოცნებები, რაც სხვებმა აისრულეს, დესტრუქციულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. როცა სული უარყოფითი ვიბრაციების ტალღაზეა, სამყაროსგან სარგებელს ვერ მიიღებთ.
პირველ რიგში, საკუთარი თავის განვითარებას შეეცადეთ. თუ მხოლოდ იოცნებებთ უზარმაზარ შემოსავალზე, კარგ პოზიციაზე და ამისთვის არაფერს გააკეთებთ, სამყარო თქვენს ოცნებებს არასერიოზულად აღიქვამს. ხოლო, თუ მოინდომებთ, გამბედაობას გამოიჩენთ, დადებით ენერგიას გამოხატავთ, სამყარო წამოწყებებში დაგეხმარებათ და წარმატებასაც მოგიტანთ.
ზოგჯერ, შესაძლოა, ჩვენი სურვილების შესასრულებლად თავად არ ვიყოთ მზად. ამიტომ, კარგად უნდა დავფიქრდეთ. მთავარი წესია: გულწრფელობა და სიკეთე ცხოვრებაში დადებით ენერგიას მოიზიდავს და ოცნებების ასრულებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.